პროფესიულ სასწავლებლებლებს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად მოიწევთ.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განაცხადებაშია ნათქვამი ეს პროფესიები დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.
პროფესიების ჩამონათვალი: |
აგრარული ტექნიკის მექანიკოსი |
ავტომობილის ზეინკალი |
ამწის მემანქანე |
ბაგა-ბაღის აღმზრდელი |
ბარმენი |
ბუღალტრული აღრიცხვა |
გიდი |
დურგალი |
ელექტრიკოსი |
ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი |
ექთნის თანაშემწე |
ვებ-პროგრამისტი |
ზეინკალ-სანტექნიკოსი |
ზოოტექნიკოსი |
ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ) |
ინფორმაციული ტექნოლოგი |
კომპიუტერული გრაფიკოსი |
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი |
კონდიტერი |
ლოგისტიკა |
მევენახე-მეღვინე |
მეტყევე (ტყის მჭრელი, ტაქსატორი) |
მეფუტკრე |
მზარეული |
მშენებლობის მწარმოებელი |
მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი |
მცხობელი |
მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი |
ოფისის მენეჯერი |
რესტორნის სერვის მენეჯერი |
რძის გადამმუშავებელი |
საბაჟო საქმე |
სავალი ნაწილის ტექნიკოსი |
სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი |
სარკინიგზო გადამზიდავი |
სასტუმრო საქმის სპეციალისტი |
სტილისტი (ქალი, კაცი) |
ტუროპერატორი |
ფარმაცევტის თანაშემწე |
ფილამწყობი |
ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი |
შემდუღებელი |
ჰაერის კონდიცირება |
პროფესიული სასწავლებლების მიერ წარდგენილ პროგრამები უნდა იყოს დამსაქმებელთან ერთად შემუშავებული, განაცხადში მნიშვნელოვანია პროგრამის თანამიმწოდებელი კომპანიის იდენტიფიცირება, სახელწოდების მითითებით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, მიმდინარე წლის 22 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები.
მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
წყარო: mes.gov.ge