ლიკა ნოზაძე “ნიკორა ტრეიდის”, “ნიკორა სუპერმარკეტების” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
ლიკას აქვს 15 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით, ფარმაცევტულ, ავტომომსახურების და საბანკო სექტორში.
3 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება უნივერსიტეტსა და ბიზნეს სკოლებში. არის HRCI-ის ამერიკული აკრედიტაციის საერთაშორისო სერთიფიკატის – SPHRi მფლობელი.
2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო საქმიანობაში. 2018 წელს დაარსა მენეჯმენტ კონსალტინგის კომპანია „Talent Flow”. არის ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის – ALEAS Simulation Inc. (FLIGBY – Flow is Good Business) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.