,,პროფესიიდან პროფესიამდე” – ასე ჰქვია ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელიც მოგიყვებათ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროფესია შეიცვალა.
გიამბობთ მათ ისტორიებს, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, როგორ დაძლიეს სირთულეები, რომელიც ახალი საქმის დაწყებას ახლავს თან. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელსაც არჩეული პროფესია არ მოსწონს, მაგრამ ვერ ბედავს ცვლილებას და ნაბიჯის გადადგმას. ყველა ვიცნობთ ერთ ნინოს, რომელიც იურიდიულ კომპანიაში მუშაობს, თუმცა მზარეულობაზე ოცნებობს, ერთ გიორგის, რომელიც კომპიუტერულ კომპანიაში მუშაობს და ჟურნალისტობა უნდა, ერთ ანას, რომელიც დიზაინერობაზე ოცნებობს და ბანკში მუშაობს. ამ რუბრიკის მიზანია, ასეთ ადამიანებს მივცეთ მოტივაცია და რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რასაც მოინდომებ.
რუბრიკაში წაიკითხავთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ისტორიებს, მათი, ვინც ჩვენს გვერდით და ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ. არასდროს არის გვიანი იმუშაო იქ, სადაც ბედნიერი ხარ. ყველა ადამიანი იმსახურებს აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს.