31 მაისს, King David-ის ივენთ ჰოლში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2019 გაიმართება.
მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს.
დაესწარი ღონისძიებას და აღმოაჩინე: 12 სპიკერი, 3 ვორქშოფი, CEO პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები სპეციალური შეთავაზებებით. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?
- იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
- აღმოაჩენთ საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში;
- მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში;
- გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;
- შეხვდებით ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
- გაიცნობთ და გაეცნობით ადამიანებს თქვენი სფეროდან;
- დაათვალიერებთ საგამოფენო სივრცეში მოწყობილ სპეციალურ სტენდებს, სადაც წარმოადგენენ თქვენთვის საინტერესო სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს;
- Coaching კუთხეში გაესაუბრებით ქოუჩს და მიიღებთ რჩევებს.
HR ბიზნეს სამიტზე თქვენ გელოდებათ ინოვაციური გარემო და ბევრი სიურპრიზი.
რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ ქეისებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ.
პანელ დისკუსია:
- სოფიო ლებანიძე – ,,პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი
- ირაკლი გაგნიძე – პალიტრა მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე, წიგნის მაღაზიათა ქსელის “ბიბლუსის” გენერალური დირექტორი.
- ნიკა ქურდიანი – ,,თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბიზნეს კლიენტების მომსახურების მართვის დირექტორი
- ლევან გიორგაძე – ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი
პანელ დისკუსიის მოდერატორია პაატა პაპავა.
ვორქშოპები:
1. პე ეს პე დაზღვევა – სავალდებულო დაზღვევის სისტემები კორპორატიულ მართვაში;
2. Grant Thornton – HR ბიუჯეტის შექმნის ხრიკები, იმას რასაც წიგნში ვერ ვისწავლით;
3. Develor – HR დიაგნოსტირების ხელსაწყოები პიროვნულ, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე.
პალიტრა მედია ჰოლდინგი – NETWORKING ROOM
Teamboat – ნეთვორქინგ აქტივობები
ვორქშოპებსა და ნეთვორქინგ აქტივობებზე რეგისტრაცია მოხდება ადგილზე.
ბილეთები: tkt.ge
კორპორატიული ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: info@hrhub.ge
ღონისძიების FB Event შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/events/441237586451597/
ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance
ოქროს სპონსორი: New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David
ვერცხლის სპონსორები: Fircroft m2rent Grant Thornton Georgia
მხარდამჭერები: KD4US DEVELOR Georgia BIA • ბია Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი Anemone • ანემონე smsoffice.ge
მედია მხარდამჭერები არიან: BMG TV Imedi InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge