შემოგვიერთდით

,,HR ბიზნეს სამიტი – ეს არის „ნეთვორქინგის“ საუკეთესო საშუალება” – ირაკლი გიკაშვილი

31 მაისს, King David-ში, HR ბიზნეს სამიტი 2019 ჩატარდება.  საერთაშორისო კომპანია Fircroft ღონისძიების ვერცხლის სპონსორია.

კომპანიის საქმიანობისა და HR ბიზნეს სამიტის შესახებ, ვესაუბრეთ ბიზნესის განვითარების მენეჯერს ირაკლი გიკაშვილს.

HR hub: ირაკლი მოგვიყევით Fircroft-ის საქმიანობის შესახებ?

სანამ კომპანიაზე მოყოლას დავიწყებდე, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ფანტასტიური ღონისძებისთვის, რომელსაც უკვე მეორე წელია ზედიზედ ატარებთ და წარმატებები გისურვოთ მომავალ წამოწყებებში.

კომპანია Fircroft წარმოადგენს HR კომპანიას, რომელიც წარმოდგენილია 6 კონტიტენტზე 60-ზე მეტი ოფისით. ჩვენი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რა თქმა უნდა სანქცირებული ქვეყნების გარდა.

ჩვენი კომპანიის ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენს ტექნიკური ინდუსტრიები, მაგალითად:

  • ნავთობი და გაზი;
  • ქიმიური მრეწველობა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ენერგეტიკა;
  • ავტოინდუსტრია;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
  • ინფრასტრუქტურა და მშენელობა.

აღსანიშნავია რომ Recruiter Awards 2018 წლის დაჯილდოებაზე ჩვენ მოგვენიჭა მსოფლიოში საუკეთესო ინჟინერიის დამსაქმებელი კომპანიის წოდება, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.

ჩვენი კლიენტების სიაში შესაძლებელია ისეთ კომპანიების ნახვა როგორიცაა: BP, Eni, Chevron, General Electric, Siemens, Jaguar, Bentley, Maersk Oil, ABB და მრავალი სხვა.

საქართველოში ჩვენ ძირითადად სერვისს ვუწევთ ნავთობსადენის პროექტს, მაგრამ ამის გარდა გვაქვს კიდევ თანამშრომლობა სხვა სექტორებთან და ვცდილობთ ჩვენი ბიზნესი გავაფართოვოთ და საქართველოში წარმოდგენილ კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და სერვისი.

 

HR hub: როდის შემოვიდა კომპანია საქართველოს ბაზარზე?

Fircroft-მა საქართველოში წარმომადგენლობა დაარეგისტრირა 2012 წელს, ოფისი კი 2018 წლის მაისში გაიხსნა. 2018 წლის მაისამდე, საქართველოში, ჩვენი კომპანიის მიერ დასაქმებულ პერსონალს მომსახურებას უწევდა აზერბაიჯანის ოფისი, დასაქმებულების რაოდენობის ზრდის შემდეგ კი, აუცილებელი გახდა ადგილობრივი ოფისის გახსნა.

მრავალი საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ან უნდა დაიწყოს, ასევე გადამწვეტი ფაქტორი იყო კომპანიის საქართველოში აქტიურად შემოსვლასთან დაკავშირებით.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანიის სერვისებიდან შესაძლებელია გამოიყოს ძირითადი ორი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, ეს არის „სტაფინგი“ (Recruitment Service) და  „აუთსორსინგი“ (Contractor Management & Care Services).

ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და გუნდი იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული სერვისები გავხადოთ ხარისხიანი და კლიენტზე მორგებული. ჩვენი მიზანია კლიენტი კომპანიის მენეჯმენტმა იზრუნოს კომპანიის განვითარებაზე, კადრების განვითარება კი ჩვენ მოგვაბაროს.

ასევე საქართველოში რამდენიმე კოპმანიამ უკვე გამოიყენა ჩვენი სერვისი, როდესაც მათ სურდათ საკუთარი წამომადგენლობის გახსნა საქართველოს საზღვრებს გარეთ.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით HR ბიზნეს სამიტის მხარდამჭერი?

ჩვენ ვთვლით, რომ HR სფერო ჯერ არ არის სათანადოდ განვითარებული და შესაბამისად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ წამოწყებებს, რომელიც სფეროს განავითარებს და გააუმჯობესებს პირობებს როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.

HR hub: როგორ იქნება კომპანია წარმოდგენილი სამიტზე?

2019 წლის სამიტზე, ჩვენი კომპანია წარმოდგენილი იქნება ძალიან მცირე მასშტაბებით, რადგან ამჯერად მიმდინარეობს რეგიონალური ოფისის რესტრუქტურიზაციის პროცესი და რთული არის ასეთ მომენტში გამოიყოს ბევრი რესურსი, მაგრამ გვექნება უდიდესი მოლოდინი 2020 წლის, როდესაც ჩვენი კომპანია აღნიშნავს 50 წლის იუბილეს.

ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის სამიტზე, ჩვენი კომპანია იქნება წარმოდგენილი მთელი იმ სიძლიერით და სილამაზით, რომელიც მას გააჩნია.

HR hub: რას ეტყოდით ადამიანებს, რატომ უნდა დაესწრონ აღნიშნულ ღონისძიებას?

პირველ რიგში ვიტყვით, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ან მუშაობს HR სფეროში ან დაინტერესებულია ამ საქმით აუცილებლად უნდა დაესწროს აღნიშნულ ღონისძიებას. შესაძლებელია მრავალი სიახლის მოსმენა, თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღება და რაც მთავარია ეს არის ე.წ. „ნეთვორქინგის“ საუკეთესო საშუალება.

ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance

ოქროს სპონსორი: New Hospitals Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David

ვერცხლის სპონსორები: Fircroft m2rent​ Grant Thornton Georgia

მხარდამჭერებიKD4US DEVELOR Georgia BIA • ბია Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი Anemone • ანემონე
მედია მხარდამჭერები არიან: BMG TV Imedi რადიო იმედი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge ForbesWomanGeorgia