ვინც გიორგი შეშაბერიძეს გაიცნობს მიხვდება, რომ ის არაჩვეულებრივად ნიჭიერი ბავშვია საოცარი თვისებებით. სხვანაირად ვერც იფიქრებთ, როცა მისი წარმატების შესახებ გაიგებთ. 11 წლის მე-6 კლასელმა ბავშვმა, რომელიც გორში ცხოვრობს, მოახერხა ბიზნესის დაწყება და დღეს, მისი მამალოები სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში იყიდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 11 წლის ასაკში მას უკვე 2 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. როგორ დაიწყო პატარა ანტერპრენერმა ბიზნეს საქმიანობა ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
HR hub: გიორგი როდის და რატომ გაგიჩნდა მამალოების შექმნის იდეა?
მამალოს იდეა სახლში გამიჩნდა ღამის 12 საათზე. ტკბილი მომინდა და არ გვქონდა სახლში მსგავსი არაფერი. მამამ მამალო გამიკეთა და ძალიან მომეწონა. ბევრი ვიფიქრე ღამე. მინდოდა, რომ ეს ლამაზი გემრიელობები მაღაზიებშიც გაყიდულიყო.
HR hub: სად მიგქონდა თავდაპირველად გასაყიდად?
თავიდან უბნის მარკეტებში დავიწყე შეტანა.
HR hub: შენს მამალოებს ჰქვია ,,დორა“ რას ნიშნავს ეს სახელი?
დორა ჰქვია ჩემს პატარა დას და ამიტომაც დავარქვი ჩემს ნუგბარს ,,დორა”.
HR hub: რამდენ მამალოს ამზადებ დღეში?
500 ცალს ვამზადებ და 2 ქალბატონი მყავს დასაქმებული.
HR hub: როგორ ფიქრობ რატომ გახდა შენი მამალოები ასეთი პოპულარული?
ჩემი მამალო პირველ რიგში გახდა პოპულარული იმით, რომ მართლა ძალიან ლამაზებია. მერე იმით, რომ ვფიქრობ ყველაზე პატარა ანტერპრენერი ვარ.
HR hub: სად შეიძლება შენი მამალოების შეძენა?
,,კარფურში” და ,,ელვა მარკეტის” ყველა ქსელში და უბნის მარკეტებში
HR hub: რა პროფესიის გინდა რომ გამოხვიდე?
პროფესიად მსახიობობა მინდა ძალიან.
HR hub: მიზანი, რომელსაც გინდა რომ აუცილებლად მიაღწიო
ჩემი მიზანია საკუთარი სახლი შევიძინო და საწარმო ავაშენო.