ზუსტად 1 კვირა დარჩა HR ბიზნეს სამიტის ჩატარებამდე, რომელიც 31 მაისს, King David-ში გაიმართება. ,,გრანთ თორნთონ საქართველო” ღონისძიების ვერცხლის სპონსორი და სამიტის ერთ-ერთი ვორქშოფის ორგანიზატორია. თუ რას შეეხება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა, კომპანიის დირექტორი და მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე მოგიყვებათ.
HR hub: Grant Thornton Georgia – HR ბიზნეს სამიტი 2019-ის ვერცხლის სპონსორია. რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერა?
გრანთ თორნთონ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს HR ბიზნეს სამიტის ორგანიზატორებთან და HR hub-ის აქტიური წევრია. რაც შეეხება სპონსორობას, ვფიქრობთ ეს მიმართულება საკმაოდ აქტუალურია და საქართველოს ბაზარზე პროფესიონალი კადრების განვითარებისთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, შესაბამისად გვერდში ვუდგავართ ამ წამოწყებას.
HR hub: როგორ იქნება თქვენი კომპანია სამიტზე წარმოდგენილი?
გრანთ თორნთონ საქართველო დამსწრეებს სთავაზობს ძალიან საინტერესო ვორკშოპს რომელსაც ჩვენი პარტნიორი და ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის ხელმძღვანელი პაატა შურღაია გაუძღვება.
ამას გარდა გვექნება სტენდი, სადაც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენი სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ, რომელიც უშუალოდ კადრების და ადმინისტრაციის განყოფილების მენეჯერებისთვისაა გათვლილი. ჩვენ გთავაზობთ ისეთ მომსახურებას და რაციონალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანად გაამარტივებს კადრებისა და ადმინისტრაციული განყოფილების საქმიანობას, ასევე კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა მიმართულებების ოპტიმალური თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
HR hub: რა თემას დაეთმობა ვორქშოფი?
ვორქშოფი დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს, როგორიცაა მოტივაციის მნიშვნელობა და ბიუჯეტის ინკლუზიური დაგეგმარების პროცესი, ასევე შევეხებით ბიუჯეტის ეფექტიანობის განმსაზღვრელი მაჩვენებლების ანალიზს, რაც დღესდღეობით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კომპანიის/ ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისთვის. ჩვენი აზრით დღეს ნებისმიერი ბიზნესის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ინკლუზიურ დაგეგმარებასა და ფინანსურ ანალიზს, რადგან სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ფინანსური განყოფილება და ვერც ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები.
HR hub: რატომ უნდა დაესწრონ დელეგატები თქვენს ვორქშოფს?
ფინანსური მენეჯერისა და ადამიანური რესურსების მენეჯერის კოლაბორაცია, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღესდღეობით ბიზნესისთვის. ჩვენ მუდამ ვცდილობთ აღმოვფხვრათ მათ შორის არსებული ტრადიციული პრობლემები. ჩვენი ვორქშოფი, მოგცემთ საშუალებას დაინახოთ ამ ორი მნიშვნელოვანი განყოფილების წინ მდგარი გამოწვევები და მათი ეფექტური კოლაბორაციის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომაც, შევარჩიეთ ის თემები, რომელთა სწორი ანალიზი არა მხოლოდ ამ ორი მენეჯერის ურთიერთობის, არამედ მთლიანად ბიზნესის ეფექტიანობის შეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance
ოქროს სპონსორი: New Hospitals Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David
ვერცხლის სპონსორები: Fircroft m2rent Grant Thornton Georgia
მხარდამჭერები: KD4US DEVELOR Georgia BIA • ბია Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი Anemone • ანემონე
მედია მხარდამჭერები არიან: BMG TV Imedi რადიო იმედი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge ForbesWomanGeorgia