შემოგვიერთდით

როგორია თანამშრომლების თვალით დანახული ,,ევოლუშენი“?

ამ ინტერვიუში Evolution Gaming-ის შესახებ, ორგანიზაციის თანამშრომლები მოგიყვებიან. მსოფლიოში ლაივ -კაზინოს მომსახურების ლიდერი კომპანიისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებლის სურვილია, რომ თითოეული თანამშრომელი ბრენდის ელჩი გახდეს, რადგან კომპანიაში სჯერათ, რომ ,,ევოლუშენს” სწორედ იქ დასაქმებული ადამიანები ქმნიან.

შეკითხვებს ,,ევოლუშენის” საოპერაციოს ხელმძღვანელი – ჯეიკობ კლაესონი, HR ბიზნეს პარტნიორი და TA მენეჯერი – თაკო კელენჯერიძე, კომპანიის აკადემიის ადმინისტრატორი – ელისაბედ ნებიერიძე და თამაშის წარმდგენები – ტასო თვალიაშვილი და ჰიდაიათ ისმაილოვი ესაუბრნენ.

HR hub: რა ხდის ევოლუშენს განსაკუთრებულს?

ჯეიკობ კლაესონი, საოპერაციოს უფროსი: ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა ჩვენი თანამშრომლები არიან, რომელთა გარეშეც ჩვენი სერვისები უბრალოდ არ იარსებებდა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის რომ საქართველოში საუკეთესო სამუშაო სივრცე შევქმნათ, რაც თავის თავში დინამიურ, ცოცხალ და მხიარულ გარემოსა და თანამშრომლებზე ორიენტირებულ მენეჯმენტს გულისხმობს. ევოლუშენისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მენეჯერს ესმოდეს თითოეული თანამშრომლის და ზრუნავდეს მათზე. ჩვენ მხოლოდ 1 წელიწადში 0-დან 2000 თანამშრომლამდე გავიზარდეთ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენთან მზარდი, აქტიური ატმოსფეროა.

HR hub: რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას საქართველოში?

საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ,,ევოლუშენ გეიმინგის” ზრდის კუთხით – ეს ტერიტორიულ გაფართოებასთან ერთად, უპირველესად ჩვენთან დასაქმებული ადამიანების რიცხვის ზრდას გულისხმობს. ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე დიდი დამსაქმებელი ვიქნებით.

HR hub: რატომ „ევოლუშენ საქართველო“ ?

თაკო კელენჯერიძე, HR ბიზნეს პარტნიორი და TA მენეჯერი:  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,ევოლუშენ გეიმინგი” ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია კარიერის საწყის ეტაპზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვითხოვთ გამოცდილებას, თუმცა გპირდებით, რომ ჩვენთან შეიძენთ საერთაშორისო, მრავალფეროვან, მულტიკულტურულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას, აქ მუშაობა საუკეთესო მაგალითია თუ როგორ შეიძლება შერწყმული იყოს  მეგობრული, მხიარული გარემო წესრიგთან და სტანდარტებთან

HR hub: რას ჰპირდებით კანდიდატებს?

ის სამუშაო ცვლები რასაც ვთავაზობთ სრულიად შეთავსებადია როგორც სწავლასთან, ასევე ნებისმიერი ცხოვრების სტილთან. ასევე ჩვენი შემოთავაზებული ანაზღაურება საკმარისია იმისთვის, რომ ფინანსურად გახდე სრულიად დამოუკიდებელი და თავად დააგროვო თანხა სწავლისთვის, მოგზაურობისთვის და ა.შ.

გარდა ამისა, თანამშრომლებს ვთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ჩვენს დიდ და მხიარულ ოფისში შესვენებებზე ან თავისუფალ დროს შეუძლიათ დატკბნენ ყავა/ჩაით, ხილით, ისარგებლონ სავარჯიშო დარბაზით ან სულაც ითამაშონ ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ჩვენს ხალხმრავალ ტერასაზე გაიცნონ სხვა ევოლუშენერები.

HR hub: რა კომპეტენციებს იძენს თანამშრომელი თქვენთან მუშაობით?

ჩვენთან მუშაობის დასაწყებად ერთადერთი პირობაა ინგლისური ენის საშუალო – სასაუბრო დონეზე ცოდნა. ჩვენთან მუშაობა კი საშუალებას მისცემს, რომ კორპორატიულ გარემოში დახვეწოს და სრულყოს უცხო ენაზე კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციაა დღევანდელ დასაქმების ბაზარზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლა გააგრძელოს საზღვრებს გარეთ. სამუშაო სპეციფიკა ისეთია, რომ ასევე გიუმჯობესებს დროის მართვას და ორგანიზებულობას, გასწავლის კამერასთან მუშაობას და რა თქმა უნდა გძენს უამრავ საინტერესო ადამიანს.

HR hub: როგორ დაგეკონტაქტონ კანდიდატები, ვისაც თქვენთან დასაქმება სურს?

გამოგვივზავნონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე, geocv@evolutiongaming.com ან შეავსონ ჩვენი აპლიკაცია, ჩვენ დავუკავშირდებით და მოვიწვევთ გასაუბრებაზე სადაც დეტალურად გავაცნობთ კომპანიას, ავუხსნით გრაფიკებს, ანაზღაურებას და გავცემთ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებს.

HR hub: რას ეტყოდი სამსახურის მაძიებელ სტუდენტებს და ახალგაზრდებს?

ვისაც გსურთ ფინანსური დამოუკიდებლობა, თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისთვის, ჰობისთვის ან სწავლისთვის, ასევე კარიერული განვითარება საერთაშორისო, მზარდ კომპანიაში, ან სულაც გსურთ, რომ საკუთარი სივი და გამოცდილება გაამდიდროთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობით, მაშინ თქვენი ადგილი ჩვენს გვერდითაა.

HR hub: რა საფეხურებს გადიან შერჩეული კანდიდატები ევოლუშენის აკადემიაში ?

ელისაბედ ნებიერიძე, ,,ევოლუშენის” აკადემიის ადმინისტრატორი: აკადემია ის ადგილია, სადაც ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება, შეუძლიათ გამოიმუშაონ ყველა ის უნარი, რაც საჭიროა ,,ევოლუშენ გეიმინგში” მუშაობის დასაწყებად. ჩვენი გამორჩეული გუნდი უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანი აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რომელიც საჭიროა ლაივ რეჟიმში სამუშაოდ. ჩვენი ტრენერები თითოეულ თანამშრომელთან, ინდივიდუალური მიდგომით მუშაობენ და ყველა ეტაპზე ეხმარებიან. აკადემიაში, თანამშრომლები არა მხოლოდ საქმის სპეციფიკურ ცოდნას, არამედ საკომუნიკაციო უნარებსაც ივითარებენ, იძენენ ახალ მეგობრებს და მყარ საფუძველს ქმნიან მათი მომავალი განვითარებისათვის.

ანი, იგივე ტასო თვალიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და პარალელურად ევოლუშენში, თამაშის წარმდგენის პოზიციაზე მუშაობს. მან ევოლუშენში ერთი დღე აღწერა და სწავლისა და მუშაობის შეთავსების შესაძლებლობებზე გვესაუბრა.

ტასო თვალიაშვილი: ყოველი სამუშაო დღე ,,ევოში” განსაკუთრებულია. როგორც კი ოფისის კარს შეაღებ, ავტომატურად სხვა სამყაროში ხვდები, რომელშიც შენ შენი ნაწილი და როლი გაქვს. სამუშაო დღე აუცილებლად იწყება ლოქერ-რუმში, სადაც ვიცვლით, მაკიაჟს  ვიკეთებთ, ბევრს ვიცინით და ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებთ. ევოლუშენში დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ შემდეგი გაჩერება ჩვენი კაფეტერიაა, სადაც სტუდიის მენეჯერი დღის გეგმას გვაცნობს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამის შემდეგ ჩავდივართ სტუდიაში საიდანაც იწყება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი.

HR hub: როგორ უთავსებთ ერთმანეთს სწავლასა და სამსახურს?

ყოველთვის მეგონა რომ სწავლის პერიოდში სამსახური აუტანელი დაღლილობის მომტანი იქნებოდა, მაგრამ მიხარია, რომ შევცდი. ყველანაირი დანაკარგის გარეშე ვახერხებ სწავლას და პარალელურად მუშაობას, რადგან მოქნილი გრაფიკი მაქვს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ სამი სამუშაო დღის შემდეგ სამი დასვენების დღე მაქვს. ასე რომ ხელშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

სტუდენტებს ვურჩევდი, რომ ეს საუკეთესო ადგილია სამუშაოს დასაწყებად, პირველი გამოცდილებისთვის და განვითარებისთვის. გარდა უკვე ნახსენები გრაფიკისა, უმნიშვნელოვანესია ანაზღაურებაც, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ვიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და ავისრულო სურვილები.

ევოლუშენში სამუშაო ატმოსფეროზე ვესაუბრეთ იდაიათ ისმაილოვს – თამაშის წარმდგენს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა. იდაიათის გატაცება ხატვაა და შესვენებაზე ხშირად ხატავს მის კოლეგებს. რაც მთავარია, სამსახური საშუალებას აძლევს, რომ დრო მის საყვარელ საქმიანობას დაუთმოს.

HR hub: რა თავისებურებები აქვს ევოლუშენში მუშაობას და როგორია სამუშაო ატმოსფერო ?

იდაიათ ისმაილოვი: მიმაჩნია, რომ სამუშაო ატმოსფერო ევოლუშენში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კომპანიის წარმატებისთვის და ჩემი აზრით,  ეს საკითხი ,,ევოში” პრიორიტეტების სათავეშია. ძალიან თბილი, მეგობრული გარემოა, სადაც ყველა ადამიანი კონტაქტური, ლაღი, გახსნილი და მხიარულია. ეს გარემო გვაერთიანებს და თითოეული ჩვეგანის ურთიერთდამოკიდებულებაზე დადებითად აისახება.

თანამშრომლების კომფორტისთვის ზრუნვა არის ევოლუშენის მთავარი თავისებურება, რათა ყველა ჩვენგანს ჰქონდეს მოქნილი გრაფიკი და მყუდრო სამუშაო სივრცე.

საბოლოოდ, დინამიური და აქტიური ატმოსფერო გაძლევს საშუალებას განავითარო საკუთარი თავი და საუკეთესოდ შეასრულო შენი საქმე.