შემოგვიერთდით

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონის განახლებულ ვერსიაში გვხვდება

ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია Safco სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გვსურს, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ იმ ერთ-ერთი ცვლილების შესახებ, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონის განახლებულ ვერსიაში გვხვდება:  მუხლი 1️⃣5️⃣ / სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება:
“… დამსაქმებელი ვალდებულია: გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დადგომიდან 2️⃣4️⃣ საათის განმავლობაში აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ: გ.გ) ზედამხედველ ორგანოს − ამ კანონის მე-1️⃣4️⃣მუხლის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს.”

ეს შემთხვევებია:
“ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;
გ) მძიმე უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;
დ) ფატალური უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;
ე) მასობრივი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის, 1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.”

კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ: shorturl.at/fksQ5.