საქართველოში განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომლის მიზანია დამსახურებაზე დაფუძნებული კარიერული განვითარება, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, ერთგულება, პროფესიონალიზმი, სტაბილურობა და ანგარიშვალდებულება.
რამდენად შეესაბამება მიზნებს რეალობა? – ამ და სხვა შეკითხვებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ გადაცემაში “ევროპის დროით” უპასუხა.
რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სისტემაში?
2012 წლის შემდგომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა თავისი ურყევი ნება, რომ მან უნდა შექმნას ჩვენს ქვეყანაში ისეთი მმართველობა, როგორიც არის დასავლურ სტანდარტზე ორიენტირებული, ევროპული ყაიდის საჯარო სამსახური. ეს გაცხადება სამართლებრივად განმტკიცდა 2014 წლის ბოლოს დამტკიცებულ კონცეფციაში საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ. მას მოჰყვა მთელი რიგი საკანონმდებლო საქმიანობისა.
ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი კანონი:
- კანონი საჯარო სამსახურისა და
- საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ.
ამავე დროს, შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოში მოქმედ კანონში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ და საქართველოს მთავრობამ გამომდინარე ამ ახალი რეგულაციებიდან შექმნა ძალიან ბევრი, თხუთმეტამდე სამართლებრივი აქტი, რომელიც უფრო დეტალურად არეგულირებს ამ წესებს.
რა კონკრეტული პრაქტიკული შედეგი მოგვიტანა ამ სიახლეება?
ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ინსტიტუციების დონეზე, პოლიტიკისაგან თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, მერიტოკრატულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას. ასეთი საფუძვლიანი რეფორმა ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით არ ახსოვს და ეს არის სწორედ ის საფუძველი და ის ევროპული სტანდარტი, რომელიც პირველ რიგში კანონში, კანონქვემდებარე აქტებში განმტკიცდა და დღეს უკვე ვიმყოფებით იმპლემენტაციის ძალიან აქტიურ ფაზაში.
პოლიტიკისაგან თავისუფალი საჯარო მოხელე წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევა. დღეს რამდენად ხერხდება აქტების პრაქტიკაში გამოყენებას? რა ეტაპზე ვართ? როდის შევძლებთ ვთქვათ, რომ აღარ გვყავს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ან გათავისუფლებული საჯარო მოხელე?
საჯარო სამსახურის რეფორმა ხანგრძლივი პროცესია. ეს არის თითოეული საჯარო მოხელის ცნობიერების შეცვლაზე დამოკიდებული, რომ მან გაიგოს, გაითავისოს რომ ვიმყოფებით ახალ რეალობაში.
ეს ნიშნავს, რომ უნდა ვემსახუროთ ქვეყანას, ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ გუნდს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. საჯარო მოხელეები არიან ხალხის მხასურები. ქცევა საჯარო სამსახურის ქცევა ხალხის მსახურებად არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება: სწავლებები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ლიტერატურა, რომ ადამიანს მიეწოდოს ახლებური რეგულაციების ცოდნა, ქცევის სტანდარტი.
ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
რა ვადებია ამისთვის საჭირო?
ვადების დათქმა არ შემიძლია, რადგან ასეთი პრაქტიკა არ ახსოვს არცერთი ევროპულ ქვეყანას.
პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ინსტიტუტის დანერგვას ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ათი და მეტი წელი მოანდომა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ქართველები ძალიან ჭკვიანი, გონიერი ვართ და ამდენი წელი არ დაგვჭირდება.
ჩვენ მეორე წელია შეფასების სისტემა დავნერგეთ, მაგრამ ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი შეცდომების გაანალიზება გვიწევს პარალელურად. ამიტომ ბევრი დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, როგორც ექსპერტული რჩევებით, ასევე სწავლებებით და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძლებთ სერიოზული შედეგის დადებას.
პოლიტიკური ნება გაცხადდა, როცა მივიღეთ კანონი და კონცეფცია დაამტკიცა მთავრობამ და აღიარა რომ ჩვენს ქვეყანაში იგეგმება შეფასების სისტემა, კონკურსის ახალი წესი.
ეს ყველაფერი ასამოქმედებელია თვითონ მოხელის, მენეჯერის, პროფესიული საჯარო მოხელეთა კორპუსის მიერ, რომელთა კანონის აღსრულების ნაწილშიც მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მერი, მერის მოადგილე, წესით აღარ ერევა, რადგან კანონში მათი ჩართულობა, თუნდაც საკონკურსო ეტაპზე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ეტაპზე არის ძალიან მინიმალური ან მინიმუმამდე დაყვანილი.
თითოეული საჯარო დაწესებულება თვითონ განსაზღვრავს დამატებით მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულ მოხელეს სჭირდება თავისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის.
საჯარო სამსახურში ადამიანი მიიღება ცოდნის, კვალიფიკაციის და უნარების ერთობლიობის შეფასებით და არა პოლიტიკური ხედვის, ორიენტაციის.
როცა ადამიანი ხდება მოხელე მას ერთი წლის ვადაში ევალება გაიაროს ტრენინგ კურსი, სპეციალური მომზადება. სხვადასხვა მოხელეს სხვადასხვა კურსი აქვს, რომელშიც ინტეგრირებულია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები, რაც მათ უნდა იცოდნენ საბაზისო დონეზე, თუმცა ის პირები, ვინც ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობს,უფრო გაღრმავებული სპეციალური კურსები აქვთ.
სწავლების ეს წესი ამოქმედა რამდენიმე თვეა. ეთიკის მიმართულებით ვამზადებთ საჯარო მოხელეს მაგალითად ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ. მთავარია სწავლების სისტემა არის ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებული. აქამდე ეს არი იყო. ახალმა რეფორმამ და რეგულაციებმა შემოიტანეს ეს ახალი რეალობა.
რა უნდა გაკეთდეს რომ რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ესმოდეს რას ნიშნავს ევროპასთან ასოცირება?
ეს 2019-20120 წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს პრიორიტეტია. მიზნად ვისახავთ რეგიონებთან მეტ კომუნიკაციას. ახალმა კანონმა მოსპო სხვაობა მოხელეს შორის, რომელიც დასაქმებულია ცენტრალურ უწყებაში და თვითმმართველობაში.
საჯარო სამსახურის ბიურო UNDP – სთნ ერთად იწყებს უნიკლურ პროექტს. ეს არის ცენტრალური საჯარო მოხელეების ადამიანური რესუსრსების მართვის განყოფილების გამოცდილი მოხელეების მივლინებები ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ისინი უკვე ასწავლიან მათ კეთებით, დაეხმარებიან მუშა პროცესში. ეს წლის ბოლოს დაიწყება. ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმს მოიცავს.