შემოგვიერთდით

5 თანამშრომლით დაწყებული ,,ლუკა პოლარეს” წარმატების ისტორია

,,ლუკა პოლარეს” ისტორია 2008 წელს, ლესელიძის ქუჩაზე, 20 კვადრატულ მეტრში მდებარე პატარა ნაყინის სალონით დაიწყო. 11 წლის შემდეგ, ქართული ნაყინების ქსელი თბილისში 10 ფილიალით, ბათუმში – 4 და ქობულეთში 1 ფილიალით არის წარმოდგენილი. ,,ლუკა პოლარე” 60-ზე მეტი სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს მომხმარებლებს. სულ ახლახანს გაიხსნა მისი მე- 15 ფილიალი თბილისში. დღეისთვის კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანიის წარმატების ისტორიაზე ვესაუბრეთ ,,ლუკა პოლარეს” HR ასისტენტს მაკა ობოლაშვილს.

HR hub: მაკა რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული ,,ლუკა პოლარეს” პირველ ფილიალში?

ლუკა პოლარეს დაარსების პერიოდში, ლესელიძის ფილიალში სულ 5 ადამიანი მუშაობდა. ეს 5 ადამაინი აკეთებდა იმ დროისთვის ყველაფერს – ნაყინებსაც ამზადებდნენ,  დისტრიბუციასაც თავად უზრუნველყოფდნენ და პროდუქტის რეალიზაციასაც.

HR hub: კომპანია უკვე 11 წელია ბაზარზე უცვლელ პოზიციას იკავებს. რამ განაპირობა მისი წარმატება?

ორი მთავარი ხაზი აქვს ,,ლუკას”: პირველი – პროდუქტი, რომელიც ბაზარზე ხარისხით და სტანდარტებით გამოირჩევა. 11 წლის განმავლობაში ბრენდს არ შეუცვლია მიდგომა და მხოლოდ გაუმჯობესებისთვის ვმუშაობათ. მეორე – ,,ლუკამ” შექმნა ემოცია და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ,,ლუკასა” და მომხმარებელს შორის. ჩვენთან არის გარემო, სადაც ჩვენი პერსონალი მომხმარებლის მეგობრები და ისტორიების გამზიარებლები ხდებიან. ამ ორი მიმართულების ერთობა ქმნის ,,ლუკა პოლარეს” და ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ბრენდის წარმატებით მოღვაწეობა, აი უკვე 11 წელია.

HR hub: გაგვაცანით წარმოების ჯგუფი, ისინი ვინც უშუალოდ ქმნიან ნაყინებს.

,,ლუკას” წარმოებაში 40-მდე ადამიანი მუშაობს. დარეჯან ექვთიმიშვილი წარმოების ხელმძღვანელია, რომელიც თავის გუნდთან ერთად ქმნის ყველასთვის საყვარელ  გემოებს.  დარე ერთ-ერთია იმ 5 ადამიანიდან, რომლებმაც ლუკას დაარსების დღიდან დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა.

დარეჯან ექვთიმიშვილი

ია გუმბერიძე და ეკატერინე გოგნაძე კი, წარმოების ხალმძღვანელის ასისტენტები არიან და უშუალოდ არიან ჩართულნი წარმოების პროცესში.

HR hub: როგორ ახერხებთ, რომ მუდმივად პოზიტიური და მომღიმარი მომსახურე პერსონალი გყავთ?

,,ლუკა პოლარე” არის ბრენდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ურთიერთობა. ჩვენი გუნდის ყველა წევრმა ზუსტად იცის ბრენდის მთავარი ღირებულება და სერვისის თანამშრომლები ძალიან სწორად ახერხებენ ამ ღირებულების ჩვენს სტუმრებამდე მიტანას. ეს კი იმ სასიამოვნო გარემოს შექმნით გამოიხატება, რასაც მომხმარებლებს ჩვენს კაფეებში ვახვედრებთ .

ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენი სერვისის გუნდი გადის გადამზადების კურსებს და მუდმივად ხდება პერსონალის დატრენინგება.

თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თანამშრომლებს უყვართ ,,ლუკა პოლარე” და თავადაც კომფორტულად გრძნობენ თავს მუშაობის პროცესში.

HR hub: რამდენად ხშირია, რომ კონსულტანტი მენეჯერი გახდეს?

წარმატების ისტორიები მრავლად გვაქვს. შეიძლება ითქვას მუდმივი პროცესია. თითქმის ყველა ფილიალის მენეჯერს ჩვენთან მუშაობა ასისტენტის პოზიციაზე აქვს დაწყებული და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მენეჯერის პოზიციაზე დაწინაურდა. გვაქვს ქეისები, როდესაც ფილიალის მენეჯერები წინაურდებიან და სათავო ოფისში გადადიან სხვადასხვა პოზიციაზე.

HR hub: კიდევ ხომ არ გეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას?

 გასულ კვირას გავხსენით კიდევ ერთი, რიგით მე-15 ფილიალი, ყაზბეგის 9 ნომერში. წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება ქვეყნის შიგნით გაფართოება. მომავალი წლისთვის კი, კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს, რომელსაც კომპანია მალე დააანონსებს.