შემოგვიერთდით

რა მოლოდინები აქვს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიმართ ბიზნესს?!

თითქმის ერთი წელია სქართველოში რაც ბიზნესს (მავნე და საშიშ პირობებიანი, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან კი ყველა ეკონომიკურ საქმიანობას) გაუჩნდა ვალდებულება ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელი და მართოს პროცესები ქვეყანაში არსებული შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს (წარმომადგენლებს) ამზადებს აკრედიტირებული სასწავლო ცენტრები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აკრედიტაციის. არსებული მდგომარეობით ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დიდი სიმწირეა, რადგან თანამედროვე გამოწვევების პირობებში მსგავსი კადრები გამოიზარდნენ ისეთი მეგა კომპანიების ოპერირების დროს როგორებიც არიან, „ბრიტიშ პეტროლიუმი“, „ბეხტელი,“ „ამექს-პი,“ „პეტროფაკი“ და სხვა მსგავსი რანგის საერთაშორისო კომპანიები. დღესდღეობით ამ კადრების ნაწილმა დატოვა ქვეყანა და მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წამატებულ კომპანიებში. მათ გამოცდილებას ემატება საერთაშორისო სერტიფიცირებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არის აღიარებული, როგორებიცაა: IOSH (Institution of occupational health and safety); NEBOSH (National examination Board of Safety and Health), NFPA( National Fire Protection administration) და სხვა მსგავსი რანგის სერტიფიცირებები. ასეთ კადრებს უმეტესად კარგი ანაზღაურება აქვთ, ამიტომ რთულია დათმონ ეს პირობები და საქართველოში დაბრუნდნენ და გააგრძელონ კარიერა.

მიუხედავათ შრომის უსაფრთხოების კადრების დიდი მოთხოვნისა ბაზარზე, ბიზნესი მათი მუშაობის ტემპით და შედეგით უკმაყოფილოა. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რა მოლოდინები აქვთ მათ შრომის უსაფრთხოების წამომადგენლებისგან?

მოდით რეალობას და პრაქტიკას გავუსწოროთ თვალი და აღვნიშნოთ, რომ დღესდღეობით რადგან ბაზარზე გაჩნდა ამ კადრების მოთხოვნა, ბიზნესმა და არამარტო ბიზნესმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, ჩათვალა რომ ამ საქმიანობას ყველა (ნებისმიერი ადამიანი: ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეგობარი ან მეგობრის შვილი ან საერთოდ მისი ნებისმიერი თანამშრომელი) შეთავსებით შეძლებდა ამ პროცესების მართვას, ამიტომაც შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამებისთვის შეირჩა (ხშირ შემთხვევაში) არასწორი ადამიანები, რომლებმაც კურსები გაიარეს, ჩააბარეს სასერტიფიკატო ტესტები, მიიღეს სერტიფიცირებები და მყისიერად აღმოჩნდნენ უზარმაზარი საწარმოო ციკლის შრომის უსაფრთხოების მმართველ პოზიციაზე. ამ დროს მათ ვერ მოახერხეს საჭირო უნარების გამოვლენა და პროცესები მიანდეს ინერციას და გაყვნენ ამ დინებას.

შრომის უსაფრთხოების სფერო ვერ განიხილება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული აკრედიტირებული პროგრამა გავლილი ინდივიდების სამართავ სფეროდ და ეს თავის მოტყუებაა. ნებისმიერი კურსი, სემინარი, სხვა თეორიული წყარო არის ბაზისის მიმცემი, რომელიც კანდიდატს საშუალებას აძლევს არსებულ ინდუსტრიაში ჩართოს რელევანტური ადამიანები და მათთან ერთად მოახდინოს საწარმოო პროცესებთან ადაპტირება, შეგუება, შესწავლა, ამის შემდეგ გარკვეული პრაქტიკის გავლით უნდა შეძლოს მენეჯერული ფუნქციების ჩართვა ეტაპობრივად პროცესში და პარალელურად თვითონ უნდა ვითარდებოდეს სხვადასხვა სახის და მიმართულების ინფორმაციის მოძიების გზით (ეს კი არც თუ ისეთი ადვილი ამოცანაა).

როგორც აღვნიშნე, ბიზნესის მოლოდინები ყოველთვის არ გამართლდება თუ თავად არ ჩაერთვნენ შრომის უსაფრთხოების მართვაში. მათ უფრო მეტი როლი აქვთ ამ სფეროს წინსვლაში, ვიდრე ერთ  განყენებულ შრომის უსაფთხოების სპეციალისტს. შედეგი იქნება მხოლოდ ერთიანი, კომბინირებული, ინტეგრირებული მართვის პირობებში. ეს არ არის მოკლე ვადაში განსახორციელებელი პროცესი და მოითხოვს მეტ პრაქტიკას, გამოცდილებას, განვითარებას და თანამედროვე სისტემებთან ადაპტირებას.

,,საფკო’’ ურჩევს ყველა ბიზნეს სუბიექტს – შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ პროგრამაზე წარადგინონ ისეთი კანდიდატები, რომლებიც არიან საკმოდ მოქნილნი და სხარტად მოაზროვნეები, ადამიანები კარგი ათვისების, გადმოცემის და კომუნიკაციის უნარით და ამავდროულად თავად ჰქონდეთ განცდა იმისა რომ ამ პროცესებში უპირობოთ არიან ჩართულნი და თავადაც ცდილობენ შრომის უსაფრთხოების სფეროს ფილოსოფიის გაცნობას.

პ.ს. – ყველა ევროპელი თუ დასავლელი წარმატებული ბიზნეს მენეჯერი ჯერ თავად გადის საჭირო შრომის უსაფრთხოების კურსს, რათა ადეკვატურად მართოს შრომის უსაფრთხოების სფერო.

აკრედიტირებულ კურს დამთავრებული არ ნიშნავს ავტომატურად მის დასაქმებას, პირიქით კურსმა ნათლად უნდა დაანახოს მას, რომ ამ მიმართულების მართვა რთული პროცესია და ყველა მის მართვას და ადაპტირებას ვერ შეძლებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს სფერო მიეკუთვნება ერთ-ერთ ურთულეს სფეროს და მისი ფილოსოფია არც თუ ისე ადვილად გადმოსაცემი და აღსაქმელია. მსოფლიოში კარგი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები არიან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზრაურებადი კადრები. ყველა წარმატებული კომპანია ერთხმად აღიარებს, რომ მათი წარმატების მიზეზი პირველ რიგში კარგი შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვაა. აქვე ვახსენეთ შრომის კულტურა და დასასრულს დავძენთ, რომ სწორედ უსაფრთხო შრომის კულტურის დასანერგად და განსავითარებლად უნდა შეემზადონ შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები და თუ ვინმეს ეს საქმე ,,ბიძაშვილების, მამიდაშვილების, მეგობრების თუ მეგობრების შვილებისთვის’’ სამართავი ჰგონია, მათ მოლოდინების და შეხედულების გადაფასება მართებთ.

სტატიაზე იმუშავა ,,საფკოს” დამფუძნებელმა დავით თხელიძემ.