GeoSafety არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.იგი მიზნად ისახავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს ეკონომიკური საქიანობის ყველა სფეროს კომპანიებს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გაანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწვეტილებები. კომპანიის შესახებ დეტალებზე ვესაუბრეთ გუგა გრიგოლიას – კომპანია „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებელს.
HR hub: გუგა რამდენი ხანია რაც ბაზარზე ოპერირებთ?
კომპანია GeoSafety ბაზარზე 2019 წლის იანვრიდან ოპერირებს და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს უწევს მომსახურებას, დღეს 70 ზე მეტ კომპანიასთან გვაქვს პარტნიორობა.
HR hub: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ყველა კომპანია, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და შრომის უსაფრთხოების მომსახურება ესაჭიროება. მათ შორისაა საწარმოები, ბანკები, მშენებლობები, სადისტრიბუციო კომპანიები, სავაჭრო სივრცეები და სხვა.
HR hub: რა ფუნქციები აკისრია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს?
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობაა გამოავლინოს ყველა საფრთხე დროულად, შეაფასოს რისკი და დანერგოს რისკის კონტროლი მექანიზმები. ასევე, შექმნას შრომის უსაფრთხოების გეგმა, რომლის მიხედავითაც უნდა იხელმნძღვანელოს კომპანიამ. მისი ფუნქციაა შრომის უსაფრთხოების სისტემაში ჩართოს თითოეული თანამშრომელი და გაანაწილოს მოვალეობები ისე, რომ სისტემამ ეფექტურად იმუშაოს კომპანიაში. ასევე გამოვლენილი რისკების საფუძველზე დაგეგმოს შესაბამისი ინსტრუქტაჟები და სწავლება, რომელთა მიხედავითაც გაიზრდება დასაქმებულების ცნობიერება და ასევე, მათ მიაწვდის შესაბამის ინფრომაციას, რაც მათ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. მისი მოვალეობაა არა მხოლოდ ინციდენტის პრევენციის უზრუნველყოფა, არამედ ისიც, რომ შეაფასოს გარემო ფაქტორები და იზრუნოს, რომ დროთა განმავლობაში სამუშაო პირობებიდან გამომდინარე არ ჩამოყალიბდეს პროფესიული დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივ პერიოდში ჩნდება არასტანდარტული მაჩვენებლების გამო ( ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, ვიბრაცია, განათება, მტვერიანობა და ა.შ.). შრომის უსაფრთოხების სპეციალისტმა ზუსტად უნდა იცოდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და რეგლამენტები, უნდა გააკეთოს მათი შესაბამისი ანალიზი, რათა კომპანიის საქმიანობა და დანერგილი დოკუმენტაცია მოიყვანოს თანხვედრაში კანონმდებლობასთან. ამასთანავე, ადევნოს თვალი კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და მუმივად განაახლოს დანერგილი სისტემაში, თუკი ამას კანონდებლობა მოითხოვს. სპეციალისტი უნდა იყოს შუამავალი დამსაქამებელსა და დასაქმებულს შორის. მისი საქმიანობა უნდა იცავდეს ორივე მხარის ინტერესებს.
HR hub: რა უპირატესობა აქვს საკონსულტაციო კომპანიის დაქირავებას შრომის უსაფრთხოების საკითხებში?
საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის დროს, ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ჯეოსეიფთიზე, კომპანიას ემსახურება პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჯეოსეიფთიში დასაქმებულები არიან არა მხოლოდ ტექნიკური დარგის სპეციალისტები, არამედ იურისტებიც და მათთან ერთად მუშაობა უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. იგი უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიის საქმიანობის თანხვედრას კანონმდებლობასთან და ჯანსაღი შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას მათ ობიექტებზე. ჯეოსეიფთი იღებს ფინანსურ პასუხისმგებლობას შრომის უსაფრთხოების არაგეგმიურ ხარჯებზე, იქნება ეს სანქცია, ინციდენტი, თუ იურიდიული დავა კონტრაქტორის წინაშე. საკონსულტაციო კომპანიის მრავალი პარტნიორის მეშევეობით ჯეოსეიფთი აკეთებს ხარჯების ოპტიმიზაციას კომპანიისთვის, შესაბამისად, დამსაქმებელი ნაკლები დანახარჯით იღებს მაქსიმალურ შედეგს. ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი კონტროლს ვერ უწევს და ვერ აფასებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საქმიანობას/კვალიფიკაციას და ამის გადაფასებას უკვე სანქციების ან ინციდენტების შემდეგ იწყებს. საკონსულტაციო კომპანია მიმართულია მაქსიმალურად ოპერატიულად და აღებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ხარისხიანად მოემსახუროს პარტნიორ კომპანიას და საკუთარი და მისი მოვალეობები შეასრულოს ჯეროვნად.
HR hub: თქვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, რას ჰპირდებით მომხმარებელს?
ჯეოსეიფთიმ უკვე დანერგა 70-ზე მეტ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა თითოეულმა პარტნიორმა მუშაობა გააგრძელოს მინიმალური რისკებით და მათი საქმიანობა მუდმივ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობასთან. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ კომპანიას მუდმივად უწევს მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა და მოთხოვნებისა ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, ყველა ჩვენი არსებული კლიენტი კმაყოფილი და პარალელურად დაცულია.