შემოგვიერთდით

ექსკლუზივი: ვინ დაიკავებს სუსის უფროსის თანამდებობას?

მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.

არაოფიციალური ინფორმაციით სუს-ის უფროსის თანამდებობას სავარაუდოდ გომელაურის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს.  ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ (გიორგი) ლილუაშვილი სუს-ში 2017 წლიდან მუშაობს. მანამდე ეკავა ქალაქ თბილისის მერის მოადგილის პოზიცია. 2015-2016წწ. იყო “ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2015წწ. შპს “ბურჯი”, შპს “ქართუ მშენებელსა” და შპს “ოლდ სიტი დეველოპმენტში”, დირექტორის თანამდებობები ეკავა; 2006-2007წწ. გახლდათ საპარლამენტო კომისიის წევრი, ექსპერტი ახალი საბაჟო კანონმდებლობის შემუშავებაში; 2001-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე; იყო საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში RILO და დსთ–ს ქვეყნების საბაჟო სამსახურის მეთაურთა საბჭოში; 2004-2008წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი; 1998-2001წწ. ხელმძღვანელობდა ავიაკომპანია “ეარ ჯორჯიას” და  “აირზენას”. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.