ამაზონში უამრავი ადამიანი ოცნებობს მუშაობის დაწყებას.
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული, ქეთი ურიდია ოქტომბრიდან Amazon.com-ის გუნდს შეუერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას ,,თავისუფალი უნივერსიტეტის” პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
Amazon.com – მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიაა, სადაც ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, წიგნებიდან და ელექტროტექნიკიდან დაწყებული, ტანსაცმლით და ავეჯით დამთავრებული. კომპანიას ჰყავს 20 ათასიანი თანამშრომელი და აქვს 20 მილიარდიანი დოლარის წლიური ბრუნვა.