შემოგვიერთდით

“ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენა და ზრდა-განვითარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია” – მარიამ სირბილაძე

HR hub  აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან.ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ სირბილაძესთან, რომელიც  McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი და HR hub Next-ის მენტორია.

HR hub: თქვენი პროფესია

ფსიქოლოგი.

HR hub: რატომ HR?

ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენა და ზრდა-განვითარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. HR კი, მუდმივად მაძლევს ამის შესაძლებლობას.

HR hub: პირველი სამსახური და ანაზღაურება

პირველი სამსახური ძალიან ტკბილად მახსენდება. 16 წლის ასაკში დასაქმებული ვიყავი კვლევით ორგანიზაციაში და ანაზღაურება 120 ლარი მქონდა.

HR hub: ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო

პირველივე ნაბიჯი, 12 წლის წინ HR-ის სფეროს არჩევა კარიერული განვითარებისათვის.

HR hub: ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონთ

არასასურველი კანდიდატების უყურადღებოდ დატოვება. თუნდაც, გასაუბრების შემდეგ უარყოფითი პასუხის არ ცნობება. სამწუხაროა, რომ საქართველოში დღესაც არიან HR-ები, რომლებიც თვლიან, რომ ეს მათი დროის ფუჭად კარგვაა.

HR hub: კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამთ

ახალდაოჯახებულ კანდიდატს გასაუბრებაზე არასდროს ვკითხავ შვილის ყოლას როდის გეგმავს.

HR hub: რჩევა სამუშაოს მაძიებელს

არ ეძიო სამუშაო მხოლოდ მუშაობისთვის. ეძიე სამუშაო, რომელიც მოგცემს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

HR hub: ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი

ანდრო დგებუაძე – დაუსრულებლად შემიძლია ვისმინო მისი მოსაზრებები ბიზნესის მართვაზე, ფილოსოფიაზე, კრიტიკულ აზროვნებასა თუ მოტივაციაზე და ამავდროულად ვუსმინო მის ფანტასტიურ მუსიკალურ კომპოზიციებს – ჯაზის, ეთნოჯაზის თუ ფოლკის ჟანრში.

HR hub: წარმატების ფორმულა არსებობს?

ნამდვილად! და ვფიქრობ ასე გამოიყურება:

მიზანი + საკუთარი თავის რწმენა + შრომისმოყვარეობა + ცოტაოდენი გამართლება.

HR hub: რისთვის ღირს ცხოვრება?

იმ ქმედებებისთვის, რითაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას ბევრად უკეთესობისკენ შეცვლი.

მარიმი HR hub Next – ის მეათე ნაკადსაც გაუწევს მენტორობას. რეგისტრაცია 20 იანვრამდე მიმდინარეობს: http://bit.do/HRhubNextRegistration