დასაქმებულთა დაზღვევა კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ფინანსური დაცულობის განცდას.
პროდუქტის ფარგლებში, ალდაგი ანაზღაურებს იმ გაუთვალისწინებელ რისკებს, რომლის დადგომაც, გარდა არამატერიალურისა, მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.
დასაქმებულთა დაზღვევის დაფარვებია:
სიცოცხლის დაზღვევა – დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი დაფარვაა და მოიცავს 15,000-დან 45,000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი მოულოდნელი მიზეზით ან COVID19-ით გარდაიცვლება.
შრომისუნარიანობის შეზღუდვა – გულისხმობს უბედური შემთხვევის შედეგად შრომის უნარის დაკარგვას, რომელიც ასევე ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება.
კრიტიკული დაავადებების დაზღვევა – აერთიანებს 20 ყველაზე გავრცელებულ კრიტიკულ დაავადებას, მათი დადგომის შემთხვევაში, დაზღვეული მიიღებს თანხას, რომლის განკარგვაც მას საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია.
დაზღვეული დაავადებებია:
- კიბო
- კორონარული არტერიის შუნტირება
- მიოკარდიუმის ინფარქტი
- თირკმლის უკმარისობა
- ინსულტი
- სასიცოცხლო ორგანოების ტრანსპლანტაცია
- აორტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- სიბრმავე (მხედველობის დაკარგვა)
- გულის სარქველის ტრანსპლანტაცია
- გაფანტული სკლეროზი
- დამბლა
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
- ფულმინანტური ვირუსული ჰეპატიტი (ღვიძლის მწვავე უკმარისობა)
- აპალიური სინდრომი (ვეგატატიური მდგომარეობა)
- ბაქტერიული მენინგიტი
- სიყრუე (სმენის დაკარგვა)
- ენცეფალიტი
- მეტყველების დაკარგვა
- მძიმე დამწვრობა
- პოლიომელიტი
თანამშრომელთა დაზღვევის სამი პაკეტი არსებობს და მისი ფასი ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში 11 ლარიდან იწყება.
HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.
ვიშოპინგოთ HR-ულად!