ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ამ კონტექსში დამსაქმებლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„სახელმწიფო – დამსაქმებელი – საზოგადოება – სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად. პირველ რიგში, სახელმწიფოს მოვალეობაა, ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, თუმცა როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ შენობაში არ დაიშვას ადამიანი ტემპერატურით; თუ ვინმეს უდასტურდება სიცხე, სამსახურეობრივი კონტაქტები გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში – ეს ყველაფერი დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღესვე, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სექტორს მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმაც.