შემოგვიერთდით

Art Flow – Art Inception Georgia-ს და Talent Flow-ს უნიკალური კოლაბორაციული პროდუქტი

Art Inception Georgia და Talent Flow Management Consulting წარმოგიდგენთ ახალ, უნიკალურ კოლაბორაციულ პროდუქტს – Art Flow.

რა არის Art Flow? – უნიკალური პროდუქტი, რომელიც იყენებს ხელოვნებას და პოზიტიურ ფსიქოლოგიას ადამიანებისა და ორგანიზაციების ეფექტურად მართვაში.

როგორ? – მასტერკლასებისა და თიმბილდინგური აქტივობების დახმარებით, სადაც ძირითადად გამოყენებული იქნება პოზიტიური ფსიქოლოგიის ტექნიკები და არტი.

ვისთვის? – ორგანიზაციებისთვის, ვისაც უნდა კორპორატიული ატმოსფეროს გაჯანსაღება, გუნდში პროდუქტიულობისა და ეფექტურობის ზრდა, Flow-ზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

რატომ ახლა? – პანდემიისგან გამოწვეული მაღალი კორპორატიული სტრესისა და გუნდური კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ყველას გვჭირდება აქტივობა, სადაც არა მხოლოდ ახლის სწავლის, არამედ განტვირთვისა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვის შესაძლებლობა გვექნება.

რას მიიღებენ მონაწილეები? – ეფექტურ ტექნიკებს Flow, Mindfulness & Well-being-ის კუთხით და უნიკალურ ვორქშოფს სხვადასხვა ცნობილი არტისტის მენტორშიფით, სადაც შესაძლებლობა ექნებათ Flow, Mindfulness & Well-being პრაქტიკულად გამოსცადონ და შექმნან ერთობლივი, TEAM პროდუქტი. შედეგად გუნდის ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს ეფექტურობა არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი, რადგან პოზიტიური განწყობა და ტექნიკები, რომლებსაც მონაწილეები დაეუფლებიან გრძელვადიანია.

– თუ შენ თვლი, რომ ინოვაციურობა ბევრად მეტია, ვიდრე რაიმე ახალი

– თუ შენთვის წარმატება მიიღწევა მხოლოდ გუნდთან ერთად

– თუ ფიქრობ, რომ ადამიანი ემოციის და შემოქმედებითობის ერთობიობაა

– თუ შენთვის მთავარი შენი გუნდია

– თუ თვლი, რომ რეალური წარმატების მოტანა მხოლოდ მუღამით მუშაობას შეუძლია

– თუ გინდა, რომ ყველაზე სტრესული გარემოც კი ანტი-სტრესული იყოს შენი გუნდისთვის

– თუ გრძნობ, რომ პანდემიამ გუნდურობა და კორპორატიული კულტურა დააზარალა

– თუ დაიღალე დისტანციური კომუნიკაციით

– თუ ფიქრობ, რომ შენც და შენს გუნდსაც შინაგანი ძალების აღდგენა გჭირდებათ

– თუ გინდა გაიგო როგორ შეიძლება არტის გამოყენება პირადი ეფექტურობის გაზრდაში

– თუ გინდა, რომ გუნდის ეფექტურობის ზრდასთან ერთად ემოციური განტვირთვა მიიღო

– თუ გინდა ისწავლო როგორ გახდე უფრო ეფექტური Flow, Mindfulness & Resilience ტექნიკების დახმარებით

– თუ გინდა შენი ფარული ნიჭის და ტალანტის პოვნა მაშინ გელით მოდი და #დაამუღამე შენი Flow და არტი ჩვენთან ერთად ჩვენი პოზიტიური მუღამები მოიცავს 6 საათს, 10 მონაწილეს და 2 მენტორს.