შემოგვიერთდით

29 იანვარს HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება “TOP HR თემები” გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 29 იანვარს, 17:00სთ-ზე სასტუმრო Ramada by Wyndham-ში (თბილისი, ალექსანდრე წურწუმიას N14) 2025 წლის პირველი ღონისძიება “TOP HR თემები” გაიმართება. 

დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან. ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.

მთავარი თემებია:

  • 2025-ის მთავარი HR გამოწვევები;
  • სტრესი;
  • ლიდერობა, შიდა კომუნიკაცია და განსხვავებული აზრი გუნდში;
  • მენტალური ჯანმრთელობა;
  • გაფიცვა – კანონმდებლობის განხილვა;
  • HR-ის ფუნქციები კრიზისის დროს.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

სპიკერები და განრიგი:

17:00 მარიამ ბერიძე დეველორ საქართველოს მმართველი დირექტორი ტრენერი, კონსულტანტი

თემა: მზადყოფნა ცვლილებებისთვის: კორპორატიული სწავლების ძალა კრიზისის დროს

17:20 მარიამ თათხაშვილი –  “ჯეო ჰოსპიტალსის” ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

თემა: HR-ის როლი კრიზისის დროს; 

17:40 ნინო კიკნაველიძე – Head of People Experience Department Adjarabet, SPHRi, Certified Employer Branding Professional და 

ამიკო კალანდია – Head Of Marketing Veziri, Branding Consultant, Communications Specialist

თემა: როგორ ვმართოთ დამსაქმებლის ბრენდი

სპიკერები ისაუბრებენ დამსაქმებლის ბრენდის Give & Get მეთოდოლოგიით მართვის კონცეფციაზე, როგორ შეიძლება სწორი მიდგომით კრიზისულ სიტუაციებში ეფექტურად ვმართოთ დამსაქმებლის ბრენდი და რას გულისხმობს პრინციპი: “თანამშრომელი, როგორც მომხმარებელი”.

18:00 ლიკა კაპანაძე – ფსიქოლოგი და ტრენერი

თემა: სტრესის მართვა ორგანიზაციაში

18:20 შესვენება

18:40 გრიგოლ სიდამონიძე –  ,,დენუო თბილისის” მმართველი პარტნიორი, HR სკოლის ტრენერი

თემა: შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები პრაქტიკაში სიახლეები და აქტუალური საკითხები;

19:00 რუსუდან თელია მენეჯმენტის კონსულტანტი, მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტი & პიროვნული განვითარების ტრენერი

თემა: მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები ორგანიზაციაში

19:20 სულხან სახვაძეCo-Founder & CPO, Helio.AI

თემა: Hiring Potter – ჯადოსნური ევოლუცია რეკრუტინგში

20:20 ღონისძიების დასასრული.

ალგორითმები, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი რომლებიც ერთობლივად ცვლიან ტრადიციულ მეთოდებს, ქმნიან კიდევ უფრო სწრაფ, ზუსტ და ეფექტურ შერჩევის პროცესს.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 97 ლარი 

დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზეforms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 იანვარი 15:00.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  სასტუმრო ეპიზოდისამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.

სხვა სიახლე, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ: 

HR hubის ორგანიზებით,  5 თებერვალს, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანის N1), 17:00-19:00 სთ-ზე Job Fest – კარიერისა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

დეტალები და დამსაქმებლების მონაწილეობისთვის სარეგისტრაციო ბმული აქ: https://hrhub.ge/job-fest-companies/