დღეს ბათუმში Grant Thornton Georgia – ს წარმოამდგენლობა ოფიცილაურად გაიხსნა. სიმბოლური ლენტი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა – ვახტანგ ცაბაძემ და პარტნიორმა – პაატა შურღაიამ გაჭრეს.
საღამოს გაიმართა გალა მიღება, სადაც აჭარის ა/რ მთავრობა, დიპლომატიური მისიები და ბიზნესის წარმომადგენლები მიიწვიეს.
Grant Thornton წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ოფისი საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანია უკვე 10 წელზე მეტია კომბინირებულად იყენებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სერვისების სრულყოფაში ეხმარება.