შემოგვიერთდით

ნიკორა სუპერმარკეტის “ჩვენი ეზოს” ამბები დაიწყო

HR hub www.HRhub.ge – ზე ახალ რუბრიკას “HR პროექტი” იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთავარ საინფორმაციაო-ანალიტიკურ HR ჟურნალში საინტერესო HR პროექტების შესახებ დაწერს. მიზანი საზოგადოებისთვის საუკეთესო HR პრაქტიკების გაცნობა და გაზიარებაა.

პირველი პროექტი, რომელზეც გვინდა გესაუბროთ ნიკორა სუპერმარკეტის „ჩვენი ეზოა“. პრეზენტაციას ჩვენი გუნდიც დაესწრო და დეტალებს მოგიყვებით.

„ჩვენი ეზო“ ქოშიგორაზე მდებარე  ულამაზესი  საზაფხულო  აგარაკია.  მწვანე  ეზო და  თბილისის გასაოცარი ხედები მას  კიდევ  უფრო მომხიბვლელს  ხდის.  სწორედ ასეთი გარემო დახვდებათ   ზაფხულის განმავლობაში კომპანიის გუნდის  წევრებს.

როგორც  გაგვიმხილეს  იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც 2 თვიანი  დისტანციური მუშაობის შემდეგ  ერთად ყოფნა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ  დაიწყეს  პროექტზე  მუშაობა, რომელიც  ერთ სივრცეში   საინტერესო  აქტივობებს შესთავაზებდა   თანამშრომლებს.

„ჩვენი ეზო“ 1500-ზე მეტ თანამშრომელს მხიარულ, შემეცნებით, სპორტულ, მეგობრებით დატვირთულ ზაფხულს  ჰპირდება.

„ჩვენ ეზოში“ დაიგეგმება:

  • Teambulding- აქტივობები
  • ვორქშოფები
  • სალონური შეხვედრები
  • მასტერკლასები
  • კინო ჩვენებები
  • სპორტული აქტივობები

საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა აქტივობას  ისეთი  პროფესიონალები გაუძღვებიან  როგორებიც  არიან: ქეთი ჟვანია-ტაისონი, კოტე იანტბელიძე და სხვა…

პროექტის პრეზენტაციაზე შესვლისთანავე ჩვენი მასპინძელი “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი დაგვხვდა, რომელმაც დაგვათვალიერებინა ულამაზესი სივრცეები, მოგვიანებით პრეზენტაცია გამართა და თანამშრომლებს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

პრეზენტაცია ტორტის გაჭრით დასრულდა და „ჩვენი ეზოს“ საზაფხულო თავგადასავლებიც  დაიწყო.