შემოგვიერთდით

,,ჩვენი მიზანი პროდუქტის შექმნისას იყო ყველა იმ რისკის გაერთიანება, რომელიც დღეს აქტუალურია” – ქეთევან მაღალაშვილი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესკომპანიებს დასაქმებულთა დაზღვევას სთავაზობს, რომლითაც COVID-19-იც იფარება. ეს პროდუქტი კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფინანსური დაცულობის განცდას.

პროდუქტის შესახებ ვესაუბრეთ ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ქეთევან მაღალაშვილს.

HR hub: ქეთი რატომ გადაწყვიტეთ ახალი პროდუქტის ,,დასაქმებულთა დაზღვევის“ შექმნა?

 ჩვენი მიზანი ამ პროდუქტის შექმნისას იყო ყველა იმ რისკის გაერთიანება, რომელიც დღეს აქტუალურია.

დასაქმებულთა დაზღვევა აერთიანებს როგორც სიცოცხლის დაზღვევას, ისე კრიტიკული დაავადებების დაზღვევას და, ამასთან ერთად, შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას. პროდუქტში ყველა ის მოულოდნელი ვითარებაა გათვალისწინებული, რომლის დადგომაც გარდა არამატერიალურისა, მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული. 

HR hub: რას მოიცავს ახალი სადაზღვევო პაკეტი?

დასაქმებულთა დაზღვევა რამდენიმე პროდუქტის ერთგვარი ნაკრებია და სწორედ ამით არის ეს პროდუქტი უნიკალური, ანუ ერთი მხრივ, რამდენიმე რისკის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა და მეორე მხრივ, საკმაოდ ხელმისაწვდომია:

  • სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი პროდუქტია – დაზღვევის ეს ნაწილი მოიცავს 15,000-დან 45,000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი COVID19-ითან რომელიმე სხვა მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვლება;
  • კრიტიკული დაავადებები – 20 სხვადასხვა მძიმე დაავადებით დასნებოვნება – აქ შედის სიმსივნური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. ეს არის ყველაზე ფართო ჩამონათვალი კრიტიკული დაავადებებისა, რომელსაც ბაზარზე მხოლოდ „ალდაგი“ აზღვევს;
  • შრომისუუნარობა – სიტუაცია, როდესაც უბედური შემთხვევის გამო, შეიძლება ადამიანმა მუშაობა ვეღარ შეძლოს და რომელიც ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება.

HR hub: ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროდუქტით?

ნებისმიერი ზომის და პროფილის ბიზნესკომპანიას შეუძლია დააზღვიოს თანამშრომლები ამ დაზღვევით. შესაძლებელია კომპანიამ მთლიანად თავის თავზე აიღოს ამ დაზღვევის შეძნენა თანამშრომლებისთვის ან დააფინანსოს ნაწილობრივ.

HR hub: რა არის საჭირო, ,,დასაქმებულთა დაზღვევაში“ ჩასართველად?

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მზადაა, ნებისმიერ კომპანიას, სურვილის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმებულთა დაზღვევის ის პაკეტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელი იქნება.

HR hub: პროდუქტის ღირებულებაზეც რომ გვითხრათ…

საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, საკმაოდ იაფი პროდუქტია. მისი ფასი, ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში, 11 ლარიდან იწყება. ანუ, რეალურად, თუ კომპანიას 20 თანამშრომელი ჰყავს, დასაქმებულთა დაზღვევის ფასი, თვეში, 220 ლარი იქნება.

HR hub: რატომ უნდა ვისარგებლოთ ალდაგის ამ შეთავაზებით?

დასაქმებულთა დაზღვევა რისკების ამ კონკრეტული კომპლექტაციით ბაზრისთვის სიახლეა. რა თქმა უნდა, სადაზღვევო ბაზარი კომპანიებს სთავაზობდა და სთავაზობს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევებს, პასუხისმგებლობის დაზღვევებს და ცალკეულ შემთხვევებში, შრომისუუნარობის დაზღვევასაც, მაგრამ ამ პროდუქტთან მიმართებაში, სიახლე არის იმ რელევანტური რისკების გაერთიანება და დაზღვევა, რომელიც ახლა თანამშრომლებისთვის აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.