შემოგვიერთდით

დღეიდან პსპ დაზღვევა ოჯახის ექიმის მომსახურებას ვიდეოზარით გთავაზობთ

პსპ დაზღვევა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ოჯახის ექიმის კონსულტაცია ტელემედიცინის (ვიდეოზარის) საშუალებით განახორციელონ.

ტელემედიცინა გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

✔️ექიმთან კონსულტაცია;
✔️სამკურნალო შრომითი რეკომენდაციების მოწოდება;
✔️სადაზღვევო მომსახურების ორგანიზება – გაიცემა საგარანტიო მიმართვები და დანიშნულება;

ტელემედიცინის მომსახურების სარგებლობის წესი:

✔️ დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 18 5555
✔️ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო;
✔️ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებათ თავად ;

საჭიროა მხოლოდ ინტერნეტ კავშირი და Viber- ის მხარდაჭერა;

ზემოთაღნიშნული სერვისით არ განხორციელდება ექიმთან კონსულტირება, დროებითი შრომისუუნარობის დოკუმენტაციის (ბიულეტენი) წარმოებისთვის – ნათქვამის პსპ დაზღვევის განცხადებაში.