შემოგვიერთდით

Diomas Group თბილისში მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე 2 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს

Diomas Group-მა მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე ვორქშოფების სერია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩაატარა.  ახლა კი ორ დღიან ვორქშოფს მოტივაციის და ლიდერობის თემაზე 28 და 29 სექტემბერს, 9:00სთ-დან – 15:30 სთ-მდე თბილისში, სასტუმრო ვინდჰემში, გამართავენ. ვორქშოფი შექმნილია იმ ლიდერების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებსაც გუნდების მოტივაციისა და საჭიროებების გაცნობიერების გზით სურთ ცვლილებები შეიტანონ ორგანიზაციაში.

ვორქშოფის დეტალები იხილეთ აქ: google.com/file

სემინარზე საუბარი იქნება სრულყოფილი მომსახურების ოქროს წესების გამოყენების გზით, ყველა სახის სამუშაო ადგილზე მაღალი ეფექტიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

გამოცდილი ფასილიტატორები მონაწილეებს ლიდერობის ჭეშმარიტი სრულყოფილების გზაზე გაატარებენ, მოიყვანენ მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროთ თქვენს გუნდში მყოფ ადამიანებს, გაარკვიოთ „რატომ“, „რა“ და „როგორ“.

ფასილიტატორები

Stavros Vathistas ძალიან მოხარულია, რომ  მისი პირველი ვიზიტიდან 10 წლის შემდეგ, თბილისში ბრუნდება ამ სემინარის ჩასატარებლად. მას აქვს პროექტირების, განვითარებისა და ტრენინგის კურსების ჩატარების 17 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დარგში და ქვეყანაში. მისი გამოცდილება მოიცავს ლიდერობას, მოლაპარაკების წარმართვის უნარებს და მომხმარებელთან მუშაობის მაღალ ოსტატობას.

2022 წელს სტავროსმა მოამზადა 6500 მოხალისე დამკვირვებელი პლანეტის ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენისთვის, ყატარში 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (FIFA), აქცენტი გაკეთდა სტუმრების მომსახურების გაუმჯობესებაზე, VIP პირების, დელეგატების, მედიისა და საზოგადოების ჩათვლით. 2021 წელს მან ასევე მოამზადა 2500 მოხალისე დამკვირვებელი 2021 წლის FIFA-ს არაბთა თასის ჩემპიონატში, რომელიც ყატარში ჩატარდა.

Fazila Askerova – არის მაღალკვალიფიციური ფასილიტატორი და ბიზნეს ტრენერი 15-წლიანი გამოცდილებით, მას აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის სოციალურ- ფსიქოლოგიური ასპექტების დარგში და ინგლისურ ენაში.

ის ამჟამად არის Diomas Group-ის წევრი და ასევე ატარებს კურსებს და სემინარებს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში, ბიზნეს და აკადემიური ორგანიზაციების ჩათვლით, აქცენტს ძირითადად აკეთებს ლიდერობაზე, ასევე სხვა ბიზნეს დისციპლინებზე.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com ან www.facebook.com/HRhubGeorgia-ზე.