ენერგო-პრო ჯორჯია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს რეზო კორსანტიაზე, რომელიც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე 2009 წლის 5 ივნისიდან მუშაობს მათთან.
,,66 წლის ვარ იმას ვაკეთებ, რაც კარგად გამომდის და კარგად ვიცი. მაღალი ძაბვის ხაზებზე ვმუშაობ. სიამოვნებასაც კი ვიღებ, როცა ანძაზე ავდივარ. აქედან გარემო სულ სხვანაირი ჩანს. ისეთი როგორსაც სხვები ვერ ხედავენ. თუმცა აფხაზეთი აქედან არ ჩანს.
გალში დავიბადე მამაჩემი ენერგეტიკოსი იყო და მის გზას გავყევი. 93 წელი რომ დგებოდა, საახალწლოდ სოხუმი ჩაბნელებული იყო. ტყვიების ზუზუნში 17 კილომეტრიანი გადამცემი ხაზი ავაშენეთ და 2 იანვარს სოხუმი გავანათეთ. ეს ჩემი ბოლო ახალი წელი იყო მშობლიურ მხარეში.
ხალხმა არ იცის რა გზას გადის დენი მათ ნათურებამდე. ჩემი და ჩემი კოლეგების ხელებზეა დამოკიდებული ქალაქების, სოფლების და მთელი ქვეყნის განათება” – რეზო კორსანტია – მაღალი ძაბვის ხაზების სპეციალისტი. ყველა ანთებულ ნათურას თავისი ისტორია აქვს!