შემოგვიერთდით

რას მოიცავს და როგორ იყენებენ ორგანიზაციები და HR მენეჯერბი TOEIC® ტესტებს?

TOEIC® ტესტების ჩაბარება უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი. English Book Education უზრუნველყოფს ტესტებისთვის მომზადებასა და ჩაბარების ორგანიზებას.

დეტალებზე English Book Education – ის გამოცდების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანი დემეტრაშვილს ვესაუბრეთ.

HR hub: რას მოიცავს TOEIC® ტესტები?

1979 წლიდან,  მსოფლიოში არსებული  არაერთი ორგანიზაცია იყენებს TOEIC® ტესტებს თანამშრომელთა სამსახურში ასაყვანად, თანამდებობაზე დასანიშნად და მათ დასაწინაურებლად.

TOEIC® ტესტებს დღესდღეობით იყენებს 14, 000-ზე მეტი ორგანიზაცია მსოფლიოს მაშტაბით 160-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა Toyota, Starbucks Corporation, Canon ,Honda, Sony, Air France, Yves Rocher, Huawei Technologies, Mitsubishi Corporation, University of California, University of Pisa, L’oreal Corporate, Samsung და სხვა.

ტესტის შინაარსი  შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და უზრუნველყოფს დამსაქმებელს ინფორმაციით, რომელიც დამსაქმებელსა და HR მენეჯერებს უმარტივებს:

  • ახალი კანდიდატების აყვანას, პოზიციაზე დანიშნვასა და  კვალიფიციური  თანამშრომლების დაწინაურებას;
  • განსაზღვროს სამსახურეობრივი ტრენინგების საჭიროება;
  • დანიშნოს თანამშრომლები სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ.
  • აიყვანონ, გადაამზადონ და დააწინაურონ კვალიფიციური კანდიდატები;
  • დაზოგონ დრო და რესურსები და გაიგონ  თუ ვის აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტური საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
  • დაასაქმონ და განავითარონ პირები, ვისაც შეუძლია კოლეგებთან და მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობა მთელ მსოფლიოში.

TOEIC® ტესტი მოიცავს :

  • მოსმენისა და კითხვისთვის განკუთვნილ ტესტს
  • საუბრისა და წერისათვის განკუთვნილი ტესტს

დამსაქმებელს საჭიროებისამებრ შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ უნარზე მორგებული ტესტი.

TOEIC® მოსმენისა და კითხვისთვის განკუთვნილი ტესტი

  • მოსმენის უნარები მნიშვნელოვანია პირისპირ კომუნიკაციის, შეხვედრების, ვიდეო კონფერენციებისა  თუ  სატელეფონო საუბრებისთვის.
  • კითხვის უნარები საჭიროა ელექტრონული ფოსტის, მოხსენებების, საინფორმაციო წერილებისა და სხვა სახის საქმიანი  მიმოწერებისთვის.

TOEIC® საუბრისა და წერისთვის განკუთვნილი ტესტები

  • სასაუბრო უნარები მნიშვნელოვანია ეფექტური პრეზენტაციების გასაკეთებლად, პირისპირ კომუნიკაციისათვის, შეხვედრებისთვის, ვიდეო კონფერენციებისთვის, ტელე კონფერენციებისა და სატელეფონო საუბრებისთვის.
  • წერითი უნარები აუცილებელია ელექტრონული ფოსტით საკომუნიკაციოდ და სხვა სახის ბიზნეს კორესპონდენციებისათვის.

HR hub: როგორ იყენებენ ორგანიზაციები TOEIC® ტესტებს?

TOEIC® ტესტები საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, რომ შეაფასონ თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნის დონე ოთხივე უნარის გათვალისწინებით (საუბარი, კითხვა, მოსმენა, წერა) და შეაფასონ ისინი საერთაშორისო სტანდარტით.

TOEIC® საუბრისა და წერის ტესტები, მოსმენისა და კითხვის ტესტებთან ერთად, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ოთხივე საკომუნიკაციო უნარის სანდო შეფასებას და არის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა დამსაქმებლისთვის ზუსტად შეაფასოს თანამშრომლების ან პოტენციური თანამშრომლების შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბროშურის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ანი დემეტრაშვილი – გამოცდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Email: a.demetrashvili@englishbook.ge

Tel: (+995) 577346588