შემოგვიერთდით

14 მაისს პირველად საქართველოში “თბილისი აუთლეტ ვილიჯში” Fashion Job Fest გაიმართება

HR hubისა და რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის ორგანიზებით, 14 მაისს, 16:00 საათიდან – 19:00 საათამდე, თბილიჯი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, პირველად საქართველოში ჩატარდება Fashion Job Fest, სადაც წარმოდგენილი იქნება მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიური ვაკანსიებით. 35+ საერთაშორისო ბრენდი თქვენთან შესახვედრად ემზადება. ისინი თქვენთან ერთად დაუვიწყარი შოპინგის გამოცდილებას შექმნიან.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს და გახდეთ მათი გუნდის წევრები.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/wMEeJQERzLwwNbpb9

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ პრემიუმ ბრენდები და მათი სამუშაო პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებლებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური მოდის ინდუსტრიაში.

სად და როდის უნდა მოხვიდეთ?

ფესტივალი იწყება 16:00სთ-ზე.

  • თუ თქვენით მოხვალთ იხილეთ ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/in8UQYJEj78hRdATA
  • თუ გსურთ ჩვენი ტრანსპორტით სარგებლობა? ავტობუსი გავა სამგორის მეტროდან აუთლეტ ვილიჯის მიმართულებით სხვადასხვა დროს. თქვენთვის სასურველი დროის მითითებას კი რეგისტრაციისას შეძლებთ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

29 მაისიდან, თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდება ადგილი, სადაც პრემიუმ ბრენდები, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ახალი შოპინგ კულტურა ერთმანეთს შეერწყმება. ასე რომ მობრძანდით დასაქმების ფეტსივალზე და გახდით ამ დიდ პროექტის ნაწილი.

რა არის Tbilisi Outlet Village?

Tbilisi Outlet Village – შოპინგის ახალი განზომილება თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს, მისი ფართობი 12,500 მ²-ია.

თბილისის აუთლეტ ვილიჯი იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოლექციებს, დასასვენებელ ადგილებს და განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ჰპირდება.

აუთლეტი დაპროექტებულია მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ესპანელი დიზაინერების მიერ. ინსპირაცია საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა იყო, ხოლო დიზაინი ისტორიისა და თანამედროვეობის ჰარმონიული ნაზავი იქნება.

შემოგვიერთდით Fashion Job Fest – ზე და დასაქმდით მოდის ინდუსტრიაში!