HR hub-ის 2024 წლის სეზონის პირველი ღონისძიების წარმდგენი იყო Fitpass, რომელიც კომპანიებს ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის განვითარებაში.
ჩენ ვესაუბრეთ Fitpass– ის კომერციულ დირექტორს სალომე ბერიაშვილს.
HR hub: სალომე რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი ღონისძიების მხარდაჭერა?
HR hub – ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიული შეხვედრების სივრცე. ღონისძიების მონაწილეებს, გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები და თანამშრომლებზე ზრუნვის ახლებური მიდგომები შევთავაზეთ.
HR პროფესიონალები, გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობაში, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რაც ყოველთვის დადებითად აისახება მათ მოტივაციაზე.
Fitpass – საქართველოში მოქმედი კომპანიების უმრავლესობასთან თანამშრომლობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და Fitpass-ის ღირებულებების გაზიარება.
HR hub: რა უპირატესობები აქვს Fitpass-ს?
პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ დაკავდნენ 40-ზე მეტი სპორტული, გასართობი და გამაჯანსაღებელი აქტივობით, 150-ზე მეტ ობიექტში, ყოველღიურად, თვეში ერთი სააბონენტო გადასახადით მთელი ქვეყნის მასშტაბით. Fitpass-ის მფლობელები ხელსაყრელ ლოკაციას თავად ირჩევენ, იქნება ეს სახლთან თუ სამსახურთან ახლოს.
აპლიკაციის საშუალებით, Fitpass-ის პარტნიორ ობიექტებში ვიზიტის დაფიქსირება უმარტივესადაა შესაძლებელი. რაც მთავარია, სერვისზე შეზღუდვები არ ვრცელდება და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.
HR hub: რატომ უნდა ისარგებლონ კომპანიებმა თქვენი სერვისით?
დღეს ადამიანის ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი სერვისის მეშვეობით კომპანიებს საშუალება აქვთ იზრუნონ თანამშრობლების ჯანსაღ ცხოვრებაზე, რაც რა თქმა უნდა ისახება ადამიანის მოტივაციაზე და პროდუქტიულობაზე.
Fitpass კორპორატიული შეთავაზებაა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სასურველი ობიექტების მოძიება სამსახურთან ახლოს შეგიძლიათ, სამუშაო დღის ბოლოს კი, მრავალფეროვანი აქტივობები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
HR hub: სიახლეები ხომ არ გაქვთ?
Fitpass-ის აპლიკაცია მუდმივ განახლებებს სთავაზობს მომხმარებლებს, აქ ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოაჩინოთ ახლად დამატებული ობიექტები და სპორტული ან განტვირთვის სახეობები.
ასევე წელს იგეგმება Fitpass Games 2024-ის გაცილებით უფრო მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მალე დაანონსდება პარტნიორი კომპანიებისთვის. Fitpass Games-ის წლის მთავარი მოვლენაა და მისი მიზანი პარტნიორ ორგანიზაციებში გუნდურობის და აქტიური ცხოვრების წესის წახალისებაა.