კომპანია ,,ფრესკოს” დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეო განცხადება გაავრცელა.
ის ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს და საუბრობს, რომ წლების განმავლობაში ღია ეთერში, Facebook-ზე, დახურულად თუ ღიად ხდება მუქარები და ზეწოლა თანამშრომლებზე. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გამოიკვლიონ მუქარის სხვადასხვა შემთხვევა.
,,არ შემოხვიდეთ თუ არ გინდათ, არ იყიდოთ, არ მოხვიდეთ ჩემთან ვისაც არ მოგწონთ ,,ფრესკო”, მაგრამ თავი დაანებეთ იმ გოგონებს და ბიჭებს, რომლებიც დღეს დგანან და თქვენ გემსახურებიან” – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.
გთავაზობთ მის ვიდეო მიმართვას: