შემოგვიერთდით

“ფუნიკულიორი ჯადოსნური ადგილია და აქ მუშაობა ჩემთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ” – სალომე ფანცალაშვილი

ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული შენობა და სავიზიტო ბარათია, ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა.
აქ დასაქმებული ადამიანებისთვის საამაყოა, იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.

კომპლექსი თბილისის, ხოლო მისი გუნდის მიერ შექმნილი კერძები და მომსახურება კი ფუნიკულიორის სავიზიტო ბარათია.

რესტორანი “ფუნიკულიორი” ქალაქს უბრუნდება.

ამ სიახლის, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ სალომე ფანცალაშვილს, “ჯი ემ თი” გასტრონომიას ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

HR hub: სალომე როგორი სამუშაო გარემოა თქვენთან და რა უპირატესობებით სარგებლობენ თქვენი თანამშრომლები? ჩვენ ვამბობთ, რომ ფუნიკულიორი ჯადოსნური და მაგიური ადგილია. ჩვენთან მუდამ საოცარი განწყობა, მეგობრული გარემო და დატვირთულ რეჟიმშიც კი მშვიდი ატმოსფეროა. ამას ცხადია, თავად ქმნის არაჩვეულებრივი გუნდი.

HR hub: რა სიახლეებია თქვენთან და რომელ პოზიციებზე გაქვთ ვაკანსიები?

რესტორანი „ფუნიკულიორის“ გახსნისთვის აქტიურად ვემზადებით. შესაბამისად, მზად ვართ გუნდის ახალი წევრების მისაღებად.

მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, სასიამოვნო სამუშაო გარემო. “ჯი ემ თი გასტრონომია” განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენ მუდმივად განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ვმუშაობთ.

ძირითადად ორი დიდი მიმართულება გვაქვს აქტიური: სერვისი და სამზარეულო. სერვისის მიმართულებით ვაკანტური გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოზიციები – მიმტანი და ჰოსტესი.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან კომპანიის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წევრები და მათზეა დამოკიდებული, ჩვენგან სტუმარი წავიდეს კმაყოფილი და აუცილებლად მობრუნდეს უკან. რაც შეეხება სამზარეულოს, ამ მიმართულებით აქტიურად ვეძებთ მზარეულებს, კონდიტრებს და ა.შ. ყველა ის განსაკუთრებული გასტრონომიული გემო, რაც ჩვენს სტუმრებს ხვდებათ, სწორედ მათი ხელით მზადდება.

ვაკანსიების ნახვა და გამოხმაურება ყველა დაინტერესბულ ადამიანს ამ ბმულის მეშვეობით შეუძლია: www.gasaubreba.ge

HR hub: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები?

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მოტივაცია და საქმის სიყვარულია. დანარჩენ საკითხებში ჩვენ და ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდი დავეხმარებით.

HR hub: რამდენად შესაძლებელია სტუდენტებმა სწავლა თქვენთან მუშაობას შეუთავსონგაქვთ ნახევარ განაკვეთზე ვაკანსიები?

სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკია, მარტივად შეათავსებენ სწავლასა და მუშაობას. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ ისწავლონ და თან ასეთ განსაკუთრებულ გარემოში იმუშაონ.

HR hub: რა გზა უნდა გაიაროს თანამშრომელმა საწყისი პოზიციებიდან მენეჯერობამდე და რამდენად ხშირად გაქვთ ასეთი შემთხვევები? ჩვენი გუნდის 40% შეადგენენ ადამიანები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ და განვითარების დიდი გზა გაიარეს. ჩვენ განვითარების საშუალებას ვაძლევთ ყველას, ვისაც ეს სფერო უყვარს და აინტერესებს.

HR hub: რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც სამსახურის ძიებაშია. რატომ უნდა გაააკეთონ არჩევანი თქვენს კომპანიაზე? კიდევ განვმეორდები, ფუნიკულიორი ჯადოსნური ადგილია და აქ მუშაობა ჩემთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის საამაყოა! დარწმუნებული ვარ, მომავალი გუნდის წევრებსაც ასეთი განწყობა ექნებათ.