15 მარტს 17:00 რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემის GoandGrow ონლაინ პრეზენტაცია HR hub – ის Facebook – გვერდზე გაიმართება.
პრეზენტაციაზე პლატფორმის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე www.GoandGrow.ge – ს შესაძლებლობებსა და ტესტირების პროცესში კომპანიების ჩართვის უპირატესობებზე დეტალურად ისაუბრებს.
GoandGrow – განვითარების და დასაქმების პერსონალური გარემოა, რომელის დახმარებითაც HR მენეჯერები შეძლებენ:
1. ისარგებლონ ვაკანსიის ფორმირების გარემოთი, გამოიყენოთ ფილტრები უნარების და პიროვნული თვისებების შესაბამისად კანდიდატის მოსაძიებლად.
2. კანდიდატებმა მიიღონ თქვენი შეთავაზებები თავის პროფილში და ინტერესი გამოხატონ მარტივი პროცესით – apply for job.
3. კანდიდატი მარტივად გაგიზიარებთ საკუთარ მონაცემებს და მიღწევებს – პერსონალურ პროფილსა და პორტფოლიოს.
4. შემოსული განაცხადები თქვენს სისტემაში სტრუქტურირდება, შეძლებთ, ნახოთ კანდიდატების თავსებადობას პოზიციასთან, ასევე პირველადი ტესტირების შედეგებს (კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება, სამსახურეობრივი პრიორიტეტები).
5. ვაკანსიის ლინკის გენერაცია დასაქმების სხვა საიტებზე განსათავსებლად.
6. კომპანიის განცხადებების ინდივიდუალური გვერდი.
7. უახლოეს მომავალში პროექტებზე დაფუძნებული ტესტირება (ონლაინ ესესმენტ ცენტრი, პიროვნების შესაძლებლობების და უნარების დაწვრილებითი ტესტირებისთვის).
თუ გსურთ ჩაერთოთ ბეტა-ტესტირების პროცესში დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/L1LRjCt12cjZEZvS6
ონლაინ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გადადით HR hub – ის FB გვერდზე: HR hub