შემოგვიერთდით

“GROW – საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებს შევასწავლოთ და შევაყვაროთ საბანკო საქმე” – დიანა ბურდული

მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  დიანა ბურდული –  პაშა ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

HR hub: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს თქვენს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

გვაქვს ძალიან მარტივი მიდგომა „people first”, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა რომ ჩვენი ბანკი იზრდება იმის პროპორციულად, თუ როგორ იზრდებიან და ვითარდებიან ჩვენი თანამშრომლები.  შიდა თანასწორობა, პატივისცემა და ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებული გუნდის აშენება არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანს აქვს  თავის გამოვლენის, სწავლის, შედეგების მიღწევისა და მეგობრობის შესაძლებლობა. მჯერა, რომ თანამშრომლებზე ორიენტირებული კულტურა არის წარმატების ფორმულა გრძელვადიან პერსპექტივაში.

HR hub: რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის კომპანია ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას? რა პროექტები გაქვთ ამ მიმართულებით?

ჩვენს ბანკში, შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება კანდიდატის პიროვნულ უნარებს, განსაკუთრებით საწყის პოზიციებზე.

ჩვენ გვინდა გუნდში თანამშრომლები რომლებიც მწვერვალების დასაპყრობად არიან მზად და არა ჩრდილში დასასვენებლად, ვინც სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და არა უშეცდომოა, ვინც მიდის მიზნისკენ და არ ცდილობს გადავადებას. გვჯერა, რომ ტექნიკური უნარების შესწავლა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე საქმისადმი სწორი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის. გვაქვს საკუთარი ტრენინგ ცენტრი, რომელიც დიდ ძალისხმევას დებს ახალგაზრდების განვითარებაში და მათთვის სწორი გეზის მიცემაში.

GROW კიდევ ერთი საშუალებაა, მოვიზიდოთ მონდომებული ახალგაზრდები, შევასწავლოთ და შევაყვაროთ საბანკო საქმე. სწორედ ახლა გვაქვს გამოცხადებული კანდიდატების მიღება და ყველა დაინტრესებულ მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და ინოვაციურად მოაზროვნე ახლაგაზარდას შეუძლია შემოგვიერთდეს, სარეგისტრაციო ბმული.

HR hub: პანდემიაზე კითხვას გვერდს ვერ ავუვლით, რა მთვარი გამოწვვები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

პანდემიამ მსოფლიო შეცვალა, რა საკვირველია არ დარჩა სფერო რომელმაც ცვლილება არ განიცადა. ცვლილებების მართვის, ადაპტაციის, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და გადაწყვეტილების მიღების უნარები წინა პლანზე წამოიწია. თითოეულ თანამშრომელს მოუწია გადაწყობა, თითო კომპანიას კი ბევრი პროცესის და პრიორიტეტის გადალაგება. მე ვამაყობ პაშა ბანკისა და რებანკის გუნდით, რომელიც არ გაჩერებულა მიუხედავად ბევრი სირთულისა და არ დაუყრია ფარხმალი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ჩვენი წინა ხაზის თანამშრომლები, რომლებიც მთელი პანდემიის დროს ისეთივე გულმოდგინებით მუშაობდნენ, როგორც პანდემიამდე. თანამშრომელთა ლოიალურობა და მოტივაცია ზუსტად მსგავს სიტუაციებში იტესტება და მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ტესტირება წარმატებით გაიარეს და ბანკის მიმართ დამოკიდებულება საქმით დაამტკიცეს. ჯერ კიდევ ტურბულენტურ ზონაში ვართ და კვლავ პანდემიურ პირობებში ვიმყოფებით, თუმცა მჯერა რომ ასეთი გუნდით პაშა ბანკი და რებანკი ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ბევრი გეგმაა, სტრატეგიული პრიორიტეტი თანამშრომელთა განვითარება და კარიერული წინსვლის პროგრამებია. ჩვენი საერთაშორისო მასშტაბი საშუალებას გვაძლევს თანამშრომლების განვითარებას ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ საქართველოში შეძენილი გამოცდილებით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული ცოდნითაც.