“ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან.
სამივე კომპანიის საინჟინრო ბრიგადები სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავისა და მცხეთის წყლის პროფესიონალური ჯგუფები ადგილზე მობილიზებულ ძალას სხვადასხვა ხელსაწყოებით, ასევე სპეციალური წყლის რეზერვუარებით დაეხმარებიან. საინჟინრო ბრიგადები ორ ძირითად ჯგუფად დაიყოფიან და სხვადასხვა ლოკაციაზე, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად იმუშავებენ. ჯგუფები ტყის მასივებში, სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილდებიან. წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები პროცესში მონაწილეობას კომპეტენციებიდან გამომდინარე მიიღებენ და ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან.” – ნათქვამია სოციალურ ქსელში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) – ის ოფიციაურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.