შემოგვიერთდით

GWP – “სასწავლო ცენტრი შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული კომპეტენციები პროგრესირებადი იყოს”

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება ახალი თანამშრომლების მომზადება, არსებული თანამშრომლების გადამზადება და დარგის სპეციალისტებისთვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენციების განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის აპრილში  შეიქმნა gwp-ის სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.

სასწავლო ცენტრში თანამედროვე სიმულაციური სივრცეები, სასწავლო სტენდები, ლაბორატორიები და ტექნიკური აღჭურვილობაა განთავსებული.

სასწავლო ცენტრის პროგრამების მოდულები საუკეთესო საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ცენტრში სპეციალისტებს კომპანიის წარმომადგენელი დარგის ექსპერტები და მოწვეული წამყვანი სპეციალისტები ამზადებენ.

ცენტრის სასწავლო ბაზაზე მონაწილეები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ.

დღეისათვის, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი დარგის განვითარებისთვის უალტერნატივო სასწავლო ბაზაა.

“კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრი შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული კომპეტენციები პროგრესირებადი იყოს. ამ საქმეში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მოწვეული უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სასწავლო ცენტრში პროფესიული გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

სწორედ მრავალწლიანი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა ქმნის სივრცეს, რომელშიც თითოეული ჩვენი თანამშრომლის მუდმივი განვითარება ხდება.” – აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: Georgian Water and Power – GWP LTD, Official