შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტის მეორე პანელური დისკუსიის მონაწილეები ცნობილია

მეორე პანელური დისკუსიის მონაწილეები უკვე ცნობილია. 31 მაისს, ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი ღონისძიება HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და დაკაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს. თქვენ გელოდებათ: 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები.

მეორე პანელური დისკუსია დაეთმობა პროფესიული განთლების, დასაქმების გამოწვევებსა და მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე მსჯელობასა და დისკუსიას.

წარმოგიდგენთ II პანელის მონაწილეებს:

  • ირინა წეროძე – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტემენტის უფროსი
  • თამარ ქიტიაშვილი – UNDP გაეროს განვითარების პროექტის მრჩეველი პროფესიული განათლების საკითხებში – კომპეტენციების შესაბამისობა  რატომ
  • ნინო ზამბახიძე – GFA – ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • ლელა კვანტალიანი  ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შეგახსენებეთ ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მისი შეძენა 25 მაისამდე tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.

მხარდამჭერები არიანალდაგირეგუსიპეპსიკოFood Management Groupმეღვინეობა ხარებანატახტარიანემონელურჯი ოკეანეპალიტრა მედია ჰოლდინგი.

მედია პარტნიორები: HRhub.geipnbpnambebi.ge და რადიო იმედი.