HR ბიზნეს სამიტზე დასწრების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. სასიხარულოა, რომ კოპანიები HR გუნდებით გვიერთდებიან.
გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ამ კომპანიების გუნდები. TBC ბანკის HR გუნდი სამიტზე 9 თანამშომლით იქნება წარმოდგენილი.
გთავაზობთ TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გაჩეჩილაძის ინტერვიუს.
HR hub: რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი HR გუნდი?
32 ადამიანი
HR hub: როგორ დაახასიათებდით სამი სიტყვით თქვენს გუნდს?
ჩვენ ვართ პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდი
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ HR ბიზნეს სამიტზე დასწრება?
გვინდა მუდმივად საქმის კურსში ვიყოთ ჩვენს სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ, მოვისმინოთ გამოცდილი ადამიანების აზრები და შეფასებები, გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს ჩვენი მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილება და ბოლო პერიოდის დანერგილი სიახლეები
HR hub: რას ელით ღონისძიებისგან?
ახალ, სასარგებლო ინფორმაციას, რაც გამოგვადგება ჩვენს კომპანიაში სიახლეების დანერგვაში და განვითარებაში.
შეგახსენებთ, HR ბიზნეს სამიტზე ბილეთების შეძენა 25 მაისამდე tkt.ge-ზეა შესაძლებელი.
ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.
მხარდამჭერები არიან: ალდაგი, რეგუსი, პეპსიკო, Food Management Group, მეღვინეობა ხარება, ნატახტარი, ანემონე, ლურჯი ოკეანე, პალიტრა მედია ჰოლდინგი.
მედია პარტნიორები: HRhub.ge, ipn, bpn, ambebi.ge და რადიო იმედი.