შემოგვიერთდით

HR კონსულტანტის თეონა ბაღათურიას ინიციატივა 2 წლის ანიტას დასახმარებლად

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია 2 წლის ანიტას შესახებ, რომელსაც დაუდგინდა უმძიმესი დაავადება-დილატაციური კარდიომიოპათია.

საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ დონორს იპოვიან და გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხა მოგროვდება.  ბავშვი იმყოფება ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.

საზოგადოება გაერთიანდა პატარას დასახმარებლად და ყველა ცდილობს წვლილი შეიტანოს მის გამოჯანმრთელებაში. ვისაც რისი საშუალება აქვს ეხმარება ოჯახს. საქველმოქმედო კამპანიას HR მენეჯერებიც შეუერთდნენ. საინტერესო ინიციატივა გააჟღერა HR კონსულტანტმა თეონა ბაღათურიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ხვალიდან 1 კვირის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მსურველს, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიმზადებთ/დაგიკორექტირებთ CV-ის თუ ანიტასთვის 10 ლარს ჩარიცხავთ.

იკეთის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, გამომიგზავნეთ თქვენი CV ქართულად ან ინგლისურად და ანიტას ანგარიშზე ჩარიცხვის დასტურად საგადახდო დავალება ელ. ფოსტაზე teona.baghaturia1@gmail.com ან მომწერეთ მესენჯერში და შეგეხმიანებით”.

პატარა ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966
მიმღები – ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თიბისი ანგარიში:
GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692
ლია ჩხაიძე

სხვა ქვეყნებიდან ან უცხოური ვალუტის ჩასარიცხად გადადით  ბმულზე:

https://www.gofundme.com/f/1tb5bg986o…