გახდი წლის მთავარი HR მოვლენის, HR ბიზნეს სამიტი 2020-ის მონაწილე, რომელიც 31 ივლისს, HR hub-ის ორგანიზებით შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
HR ბიზნეს სამიტი პირველი ქართული მასშტაბური HR ღონისძიებაა, სადაც მხოლოდ ერთი დღე, HR დირექტორები, მენეჯერები, დამფუძნებლები და ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ, ერთ სივრცეში ხვდება ერთმანეთს. ეს არის ადგილი, სადაც ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი პროფესიონალები, მსმენელებს ადამიანური რესურსების სფეროში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
დაესწარი ღონისძიებას და აღმოაჩინე: 11 სპიკერი, ვორქშოფები, ყველაზე განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, განტვირთვისა და შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
ხანგრძლივობა: 15:00-22:00
სპიკერები:
- ნინო ნიაური – პსპ დაზღვევის მოწვეული სპიკერი, ვან ფოინთის თანადამფუძნებელი – ცვლილებების მოტივატორი
- ნინო ფეიქრიშვილი – HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ყველაფერი შესავლით იწყება
- მედეა ტაბატაძე – საკონსულტაციო კომპანია ინსორსის მენეჯერი – ჰიბრიდული მენეჯმენტი ახალი რეალობისთვის
- თეონა ბაღათურია – HRM და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი – მუმუ ვარ თუ HR?!
- საშა კაცმანი – ბიზნეს კონსულტანტი Katsman & Friends დამფუძნებელი – კულტურის ენტროპია როგორც ცვლილების წინაპირობა და წინაღობა;
- ლევან კირვალიძე – ოპპას გენერალური დირექტორი – გაბედე
- ირმა ოქროპირიძე – HR ექსპერტი – HR-ის როლი კრიზისში
- ანჯეი მალინოვსკი – ბილაინის გენერალური დირექტორი – Values as foundation of real change
- ია ბერსენაძე – საჯარო გამოსვლების, სტრესის მართვის და თვითპოზიციონირების ტრენერი – სტრესი, როგორც წარმატების მთავარი ფაქტორი
- მაგდა ელისაშვილი – Grant Thornton Georgia – ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი – “ანტიკრიზისული ვაქცინები” თქვენი გუნდის წარმატებისთვის გრანთ თორნთონისგან
- ლელა კვარაცხელია – GWP-ის ადამიანური კაპიტალის დაგეგმვის შერჩევისა და დაქირავების სამსახურის უფროსი – სიძნელეებს შორის ნაპოვნი შესაძლებლობები
ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ: HRბიზნესსამიტი.
სამიტის ბოლოს, ჩატარდება Hotsale–ის გრანდიოზული გათამაშება, რომელშიც ყველა დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
ასევე პრიზებს გაათამაშებენ: ნიკორა, მეამა, King David, Talent Flow.
ბილეთები: tkt.ge
ბილეთის ღირებულება:
- 150 ლარი (27 ივლისამდე)
- 200 ლარი (27 ივლისიდან 28 ივლისამდე)
თუ საკუთარი ტრანსპორტით ვერ ახერხებთ სამიტზე ჩამოსვლას, მოგვწერეთ (info@hrhub.ge) და თქვენს უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი იზრუნებს.
HR hub Next-ის მენტორები და წევრები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.
კორპორატიული ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: info@hrhub.ge
ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance
ვერცხლის სპონსორები: Grant Thornton Georgia King David KD4US Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი World Vision საქართველო
HR Tech კუთხის წარმდგენი: Vabaco
მხარდამჭერები: ბლაუენშტაინ საქართველო საკონდიტრო მადარტი მეამა www.artubani.ge BIA • ბია Talent Flow ICF საქართველო
გათამაშების წარმდგენია: Hotsale.ge
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი ბიზნეს ფორმულა InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი რადიო პოზიტივი
რა ხდებოდა HR ბიზნეს სამიტი 2019 – ვიდეო მიმოხილვა
რა ხდებოდა HR ბიზნეს სამიტი 2018 – ვიდეო მიმოხილვა