HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2020 გაიმართება. ღონისძიებაზე გელოდებათ 10 სპიკერი, ვორქშოფები, ყველაზე განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, განტვირთვისა და შემოქმედებითი სივრცეები.
ღონისძიების შესახებ დეტალების სანახავად გადადით ლინკზე.
სტუმრებს შესაძლებლობა გაქვთ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტოთ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღებთ მონაწილეობას. ვორქშოფები ჩატარდება სხვადასხვა სივრცეში.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია და დარეგისტრირდით წინასწარ: shorturl.at/nxKN4
არტუბანის შემოქმედებით სივრცეში პოტერია და ესტია – ხელნაკეთი ნივთები თიხის მასტერკლასს შემოგთავაზებენ. აქვე შეგეძლებათ ხატვის მასტერკლასის გავლა, რომელსაც სამხატვრო სტუდია – ნიმა ჩაატარებს. თუ ხელოვნება გიყვართ და შემოქმედებითი განტვირთვა გსურთ არტუბანის სივრცე ამისთვის იდეალური შესაძლებლობაა.
ნიკორა სუპერმარკეტი – აღმოჩენების სივრცე
ესტუმრე აღმოჩენების სივრცეს და დაიწყე ცვლილებები დღეს. გადმოწერე action bound აპლიკაცია და ჩაერთე სათავგადასავლო თამაშში. შექმენი გუნდური განწყობა, აღმოაჩინე დამალული მინიშნებები HR ბიზნეს სამიტზე და გახდი თამაშის გამარჯვებული.
პალიტრამედია ჰოლდინგის სივრცე
პალიტრა მედია ჰოლდინგი HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს ბევრ სიურპიზს ჰპირდება. hotsale.ge-ის დასასვენებელ სივრცეში შეგიძლიათ დაისვენოთ, გაეცნოთ და წაიკითხოთ ბიზნეს ლიტერატურა, მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა და გადაიღოთ უამრავი სამახსოვრო ფოტო.
რაც შეეხება Networking ოთახს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მეგობრულ გარემოში გაიცნონ ერთმანეთი, შეაჯერონ გამოცდილება და მოსაზრებები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, დაიმუხტონ დადებითი ემოციებით. აქ ბევრი მოულოდნელი საჩუქარი და გათამაშება გელოდებათ.
პალიტრას სივრცეში ასევე ჩატარდება შემდეგი ვორქშოფები:
გრიგოლ სიდამონიძე – PKF Kaizen-ის პარტნიორი- ფორსმაჟორი და შრომითი ურთიერთობა
ვორქშოფის თემებია:
- რა არის ფორს მაჟორი?
- ითვლება თუ არა პანდემია მაგალითად კორონავირუსი ფორსმაჟორულ სიტუაციად ?
- შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის შემთხვევა გამოვიყენოთ შრომითი ურთიერთობის შეჩერებისთვის ან შეწყვეტისთვის ?
4media – რჩევები კარიერული გვერდის სამართავად
მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და მართვა.
მეილჩიმპი
კონტენტის აწყობა და მზა პლატფორმები დიზაინისთვის
რეკლამის დაგეგმვა სოციალურ მედიაში
Audience Insights
რატომ chatbot
Vabaco-ს სივრცე
რისთვის არის საჭირო HR სოფტი? რატომ Vabaco HR?
HR სოფტი კომპანიებს HR მენეჯმენტში პროცესების გამარტივების საშუალებას აძლევს, რაც მათ გაციფრულებაში გამოიხატება. მისი გამოყენებით შეძლებთ, ერთიანი ხედვის შექმნას იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზაციაში. HR სოფტი ასევე საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და მარტივად მოიძიოთ ინფორმაცია თქვენი თანამშრომლების შესახებ და დაზოგოთ დრო რუტინულ საქმეებზე.
ვორქშოფზე გაიგებთ, როგორ მართოთ HR პროცესები უკეთ, Vabaco HR-ის გამოყენებით:
- დაიანგარიშებთ და გაცემთ ხელფასებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე (ავტომატურად დავთვალოთ ცვლადი და ფიქსირებული ხელფასები, საპენსიო შენატანი, საშემოსავლო გადასახადი)
- აღრიცხავთ ნამუშევარ დროს Time & Attendance მოდულით და გამოიყენებთ ხელფასის დაანგარიშების პროცესში
- მოაწესრიგებთ დაქირავების პროცესს (შექმნით სამუშაოს აღწერილობებს, განსაზღვრავთ პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნებს, შერჩევის ღონისძიებებს)
- გააუმჯობესებთ მონაცემების აღრიცხვას
- ფორმალურ HR პროცესებს გახდით ავტომატურს
- მოახდენთ თანამშრომლების განვითარების პროცესის ავტომატიზებას
- გავზრდით თანამშრომლების ჩართულობას კომპანიის ცხოვრებაში
Talent Flow-ს სივრცე
Talent Flow – მუღამი ცვლილებებში ანუ #შე[ნ]ცვალე:
– გამოწვევა, როგორც ცვლილება
– ცვლილებების მართვა
– უნარ-ჩვევები ცვლილებების ეფექტურად მართვისთვის
– Flow ანუ მუღამი ცვლილებების დროს
– შენ, როგორც ცვლილების ინიციატორი
– #შენცვალე – ცვლილება, როგორც განვითარების შესაძლებლობა
პაპუნა ბარათაშვილი – ქოუჩი ACC – ქოუჩინგის გამოყენების პრაქტიკა ცვლილებების მართვისას
ცვლილებები ქოუჩინგის თვალთახედვით – პიროვნება და ორგანიზაცია. ინდივიდუალური, ჯგუფური და გუნდური ქოუჩინგის ან ქოუჩინგის მეთოდების რაობა, გამოყენება და მოსალოდნელი შედეგები.
ირინა დუმბაძე – პერსონალური ბრენდინგი
არსებობს პროცესები, რომლებიც ადამიანთა ენერგიას წარმატებისკენ მიმართავენ, ამოტივირებენ მას. პერსონალური ბრენდინგი ადამიანის იდეალური მეს რეალიზაციის ხელშეწყობაა. გონიერმა კომპანიებმა ეს პროცესი საკუთარი მუშაობის ცენტრალურ პარადიგმად შესაძლოა აქციონ და ამით მიაღწიონ ადამიანებისა და ბრენდის ღირებულებათა ოქროს თანაკვეთას, კომპანიაში მრავალფეროვნებისა და უნიკალობის გამოხატვას, კრეატიულობის სტიმულირებას და ბრენდის მიმართ განსაკუთრებული ლოალობის შექმნას, რომელიც შემდეგ ბრენდის მაღალ კაპიტალს ქმნის. პერსონალური ბრენდის შექმნას თავისი ეტაპები აქვს. შეხვედრა პერსონალური ბრენდინგის პროცესის მნიშვნელოვანებასა და მისი ფორმირების სტრატეგიებს დაეთმობა.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF – სივრცე
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა HR ბიზნეს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ICF საქართველოს 12 წევრი სამიტის მონაწილეებს ქოუჩინგის კუთხეში უმასპინძლებს, სადაც მათ შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ქოუჩინგთან დაკავშირებულ კითხვებზე და მონაწილეობა მიიღონ დემო სესიებში, რომლის დროსაც საკუთარ თავზე გამოცდიან ქოუჩინგის ძალას. დემოსესიებში მონაწილეობის მისაღებად სამიტის მონაწილეებმა საჭიროა რეგისტრაცია გაიარონ.
ქოუჩინგის კუთხეში თქვენ დაგხვდებათ ეკატერინე ბაბუნაშვილი, ICF საქართველოს პრეზიდენტი, რუსუდან კვაჭანტირაძე, ICF საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი, ICF საქართველოს ბორდის წევრები: ქეთი ჟვანია-ტაისონი, ნინო ბერუაშვილი, მარიკა ხალიანი, ICF საქართველოს წევრები: ლალი ბადრიძე, ნინო ვახანია, ეთერ მაზანაშვილი, ირინე ჭოჭუა, ქეთი ახალკაცი, ნინო ეფხოშვილი და ირმა გურამიშვილი.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქოუჩს აწევრიანებს და ის განსაზღვრავს ოქროს სტანდარტს ქოუჩინგის სფეროში.