შემოგვიერთდით

HR hub ახალ სეზონს იწყებს

HR hub მუდმივად ვითარდება და სიახლეებისკენ ისწრაფვის. ეს არის ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო შეხვედრების ჰაბი HR სფეროში.

აქ ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე. HR პროფესიონალები ჩვენს ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ჰაბის წევრების რიცხვმა უკვე 500-ს გადააჭარბა. ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი წევრების რეკომენდაციები და ვიზრუნოთ მათზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სეზონზე სიახლეები დაგვენერგა.

HR hub განახლებულ სეზონს 25 ოქტომბერს დაიწყებს. წლის განმავლობაში სულ 10 შეხვედრა ჩატარდება. თემები იქნება HR-თან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროდან (Cross Field). რაც მთავარია, ყველა ღონისძიებაზე იქნება ვორქშოფები, რაც წევრებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, დასვან კითხვები და კოლეგებს გაუზიარონ გამოცდილება.

,,King David” HR hub-ის ამ სეზონის პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებას ეყოლება 2 მენტორი: ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი თამუნა ჩიჩუა და Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

თამუნა ისაუბრებს თემაზე ,,ემპათია ორგანიზაციაში” – როგორ ვითანამშრომლოთ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებთან.  ,,ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეს HR მენეჯერმა ფინანსებში” – ეს იქნება თემა, რომელზეც პაატა ისაუბრებს.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ წევრებისთვის არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ გახდეთ ჰაბის წევრი საჭიროა მინ. 2 წლიანი გამოცდილება HR-ში და ამ სფეროში განვითარების სურვილი.

შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu

ღონისძიება დაიწყება სახალისო სავარჯიშოთი “დამსახსოვრების ხელოვნება”.