შემოგვიერთდით

“HR hub-ის რუბრიკა” 8 აპრილის გადაცემა სრულად: სიუჟეტი “პეპსიკოს” შესახებ და ჩართვა “ენერგო – პროდან”

ორშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ ტელეკომპანია პირველის ბიზნეს გადაცემაში “საქმიანი დილა” HR hub – ის რუბრიკის დროა, რომელსაც უძღვებიან ანა ნავდარაშვილი და ანა გზირიშვილი.

8 აპრილის ეთერი მრავალფეროვანი იყო.

მოვამზადეთ სიუჟეტი პეპსიკო საქართველოს შესახებ, რომელსაც 2019 წელს TOP Employer Institute–ის მიერ ტოპ დამსაქმებლებლის სტატუსი მიენიჭა.

კომპანიაში დანერგილია თანამედროვე სამოტივაციო სისტემა, ანაზღაურებისა და ბენეფიტების პროგრამა, ტალანტების მართვისა და განვითარების პროექტები. PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1965 წელს აშშ-ში დაარსდა. ის დღეს 200 -ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით, 270 000-მდე თანამშრომელი ჰყავს. საქართველოში Pepsico-ში 300 ადამიანია დასაქმებული. სიუჟეტიდან  შეიტყობთ როგორი ორგანიზაციული კულტურაა  კომპანიაში.

გვქონდა პირდაპირი ჩართვა ენერგო-პრო ჯორჯიას სათავო ოფისდან, საიდანაც ანა გზირიშვილი კომპანიის HR მენეჯერთან ერთად ჩაგვერთო და ბევრ სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, გაგვაცნო კომპანიის უხუცესი თანამშრომელი.

HR hub-ის რუბრიკა მომდევნო გადაცემაშიც არანაკლებ საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებათ. გაგაცნობთ დამსაქმებლებს, შეგახედებთ ადამიანური რესურსების მართვის შიდა სამზარეულოში და მოგაწვდით უახლეს ამბებს ამ სფეროში.

საქართველოს უნივესიტეტის მხარდაჭერით, რუბრიკა TV პირველის ეთერში ორშაბათობით, 10:30-ზე გავა.

სრული გადაცემა იხილეთ:

 

  •  
  •  
  •  
  •