შემოგვიერთდით

HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს, 13:00სთ-ზეBioli Medical Wellness Resort-ში (ბიოლის ქუჩა #1) გაიმართება.

ღონისძიების მთავარი თემა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კომპანიებში და თანამშრომლებზე ზრუნვაა. შეხვედრას ეყოლება 2 სპიკერი ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ქლიბაძე და ,,პეპსიკო კავკასიის” HR ბიზნეს პარტნიორი ელენა ოკუჯავა. ისინი ისაუბრებენ Welness პროგრამებზე, რომლებიც დანერგილი აქვთ კომპანიებში და წარმატებით ფუნქციონირებს. შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ World Class Georgia-ს ტრენერების რჩევებს  ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების შესახებ.  ასევე დაათვალიერებთ ,,Bioli“-ს სამედიცინო ველნეს კურორტს და გაეცნობით მათ უნიკალურ პროგრამებს. ღონისძიებაზე გელოდებათ საჩუქრები ..ალიტრა მედია ჰოლდინგისგან“, რომელიც HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის გენერალური სპონსორია. ასევე გათამაშდება BDO აკადემიის PHRi-ის სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი და საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის  3 ონლაინ კურსი.

თამარი 5 წელია, რაც კომპანია ევროპაბეთის HR დირექტორია. ის გახლავთ ფსიქოლოგიის ბაკალავრი და უმაღლესი განათლების მენეჯმენტის მაგისტრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფსიქოლოგ-კონსულტანტად, იყო რეკრუტერ ჰედჰანთერი 2 წლის განმავლობაში კომპანია Human Capital-ში და შემდეგი 2 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია ,,აისი” ჯგუფში. ასევე 2 წელი ხელმძღვანელობდა კომპანია ,,Georgian American Alloys-ის” განვითარებისა და ტრენინგების განყოფილებას.  HR სფეროში ძირითადი კვალიფიკაციებიდან, როგორც Key knowledge გამოყოფს ტალანტების მართვას და corporate culture, compensation and benefits, health and wellbeing.

თემა: Europebet  – Integrating Workplace Wellness as part Company Culture

24 თებერვლის ღონისძიებაზე განხილული იქნება თანამედროვე ტენდენციები და ქეისები, კორპორატიული კულტურისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობაზე ზრუნვის კუთხით.

ღონისძიების მეორე სპიკერი ელენა ოკუჯავა სერტიფიცირებული  HR პროფესიონალი და ,,Trier-ის“ უნივერსიტეტის მაგისტრია ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით. 4 წელი უძღვებოდა ,,პროკრედიტ ბანკ საქართველოს” რეკრუტინგის დეპარტამენტს. 3 წელზე მეტი იყო ,,კარფურ საქართველოს” რეგიონის მენეჯერი. უკვე 4 წელია მუშაობს ,,პეპსიკო კავკასიის” HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

თემა: PepsiCo’s Health and Wellness Agenda

ელენა ისაუბრებს PepsiCo-ს Wellness პროგრამებსა და EVP- თანამშრომლისთვის განკუთვნილი ღირებულების შეთავაზებაზე, რომლის აღსრულებაც ხდება კომპანიისა და თანამშრომლების ურთიერთობებში.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Hjh4jh

შეგახსენებთ HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისაც 2 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების სფეროში. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu.

  •  
  •  
  •  
  •