HR hub-მა გადაწყვიტა ადამიანებს საახალწლოდ პროფესიული სურვილების ასრულებაში დაეხმაროს.
მოგვწერე რატომ უნდა ავუსრულოთ პროფესიული ოცნება შენს მეზობელს, ოჯახის წევრს, მეგობარს თუ უბრალოდ ნაცნობს. კარგად დაგვანახე ამის საჭიროება და დაგვისაბუთე.
სურვილები შეიძლება იყოს მრავალი სახის მაგალითად:
- ნინო ოცნებობს ფოტოგრაფიის კურსები გაიაროს, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს;
- ირაკლის უნდა გაიგოს რა ხდება მეტროს პირველ ვაგონში;
- შენს სოფელში მეზობელი თამარას 9 წლის შვილს განსაკუთრებული მუსიკის ნიჭი აქვს, თუმცა ოჯახს არ შეუძლია მისი მუსიკალური განათლება დააფინანსოს.
- ბავშვობაში ყველა ვოცნებობდით სხვადასხვა პროფესიაზე თუ წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრაზე. მერე გავიდა დრო და ოცნება აუხდენელი დარჩა.
ჩვენთან ერთად, თქვენ ყველას გაქვთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანოთ სხვა ადამიანების პროფესიული სურვილების ასრულებაში.
მოდით ხელი შევუწყოთ ადამიანებს აკეთონ საყვარელი საქმე.
სულ შესრულდება 5 სურვილი.
წერილების მიღება დაწყებულია და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/REERth
#HRhubშიოცნებებიხდება
#პროფესიულისურვილები