19 მარტს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო “ტერასამ” უმასპინძლა. დასწრება შესაძლებელია იყო მხოლოდ წევრებისათვის.
მოწვეული მენტორები იყვნენ:
1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი – ინოვაციური სტილი”.
2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო
შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ასევე ხდება გამოცდილების, საინტერესო ქეისების და იდეების გაზიარება.

შეხვედრა გაიმართა 19 მარტს 11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრ გველოდება!
სტატიის მომზადების თარიღი: 20 მარტი 2016