HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub-ის ღონისძიება 25 იანვარს 19:00 სასტუმრო ციტრუსში (9 აპრილის ქუჩა #3) გაიმართება.
ღონისძიების მენტორია ნინო ოხანაშვილი, რომელსაც აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება როგორც წამყვან ქართულ კომპანიებში, ასევე საკუთარ ბიზნესებში. იგი არის ადამიანური რესურსის მართვის ექსპერტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით.
“რწმენა არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა კიბეს ვერ ხედავ.” – ნინო ოხანაშვილი
ნინოს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა – MBA, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს და ასევე არის ცვლილებების მართვის სერტიფიცირებული (Prosci) პროფესიონალი.
თემა: ყველაფერი ხელფასების შესახებ
1 საათი დაეთმობა მენტორის პრეზენტაციას, ხოლო მეორე საათი გუნდური მუშაოებისა და მეტი დისკუსიისთვის იქნება განკუთვნილი. HR hub-ის წევრებს, რომლებიც ღონისძიებებს დაესწრებიან, წინასწარ ან ადგილზე გადაეცემათ ქეისი კონკრეტულ თემაზე. მისი დამუშავება და განხილვა უშუალოდ სამუშაო შეხვედრის დროს მოხდება. იქნება HR hub-ის წევრებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარებასა და დისკუსიას საინტერესო თემებზე.
ღონისძიების მეორე მენტორია გრიგოლ სიდამონიძე:
გრიგოლი BDO აკადემიის ლექტორია. არის სამართლის მაგისტრი. აქვს 8 წლიანი გამოცდილებით სამოქალაქო და ადმინაისტრაციულ სამართალში. 5 წლიანი გამოცდილება კი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და შრომის – სამართლებრივი რეკომენდაციებისა და სისტემების შემუშავება/მართვის მიმართულებით.
თემა: ხელფასებისა და კომპენსაციების სამართლებრივი მხარე
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება.
HR hub-ის შესახებ
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!