HR hub-ის ღონისძიება 8 დეკემბერს 19:00 სასტუმრო Gallery Palace-ში (ინგოროყვას #5) გაიმართება.
მოწვეული მენტორია: ნინო ჯინჯოლავა
ნინოს აქვს 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის 10 წელზე მეტი გამოცდილება HR მენეჯმენტში. 2003 წლიდან პარალელურად მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ცვლილებების მართვის, ორგანიზაციული განვითარების და ანტიკრიზისული მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად ხელმძღვანელობს HR საკონსულტაციო ჯგუფს „HR პარტნერსსა“ და წამლის სატესტო ლაბორატორიას.
თემა: საქართველო სტერეოტიპების ქვეყანა – როგორ ვიპოვოთ ტალანტები საქართველოში?
განხილული იქნება რეკრუტინგის თანამედროვე ტენდენციები და ქართული რელობა, რეკრუტერის გამოწვევები, საზოგადოების როლი ტალანტების ძიების პროცესში, არის თუ არა „კადრები“ საქართველოში – თუ არის სად/როგორ ვეძებოთ და თუ არა რა მოვიმოქმედოთ?
შეხედრა იქნება ინტერაქტიული და კოლეგიალური, გამოცდილების გაზიარების ფორმატით.
- თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია
- ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულება ორგანიზაციაში
- რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები
- გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები
- სამუშაოს აღწერილობა (ჯობ დისკრიფშენი)
- ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი
მოწვეული მენტორია: ალექსი ჩიქოვანი
თემა: ბრენდი ჩვენი არსობისა
- როგორი შევქმნათ კომპანიის, ორგანიზაციის დამსაქმებლის ბრენდი
- დამსაქმებლის ბრენდის კონცეფცია და საკომუნიკაციო პლატფორმა;
- საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგია;
- როგორ მუშაობს და რამდენად ეფექტურია დასაქმების (რეკრუტინგული) კამპანიები;
- დამსაქმებლის ბრენდის კამპანიის ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი;
- დამსაქმებლის ბრენდის კომუნიკაციის შინაარსის გამართვა და სწორი გზავნილები;
- როგორ შევქმნათ ე.წ “ბრიფი” – რა სურს დამსაქმებელს? ე.ი დავალება სააგენტოს დამსაქმებლის ბრენდინგ კონცეფციისა და რეკრუტინგული კამპანიების შესაქმნელად;
“მოკლევადიანი პროექტების კეთების დროსაც კი, ყოველთვის სტრატეგიულ ხედვას ვეყრდნობით. იდეალურ შემთხვევაში ვაკეთებთ ბრენდის (დამსაქმებლის ბრენდი) სტრატეგიას, ანუ ბრენდის რაობას, რაც აისახება ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმაში და შემდეგ ამ ბრენდის პლატფორმის აღსრულებაში. რაც არა მარტო კომუნიკაციაში აისახება, არამედ ბრენდის მფლობელის ყველა ქმედებაში.” – ალექსი ჩიქოვანი
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება.
HR hub-ის შესახებ
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
ღონისძიებაზე დასწრებ შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!