შემოგვიერთდით

HR hub – 5 ოქტომბრიდან ახალ სეზონს ვიწყებთ

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 450-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

კლუბის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა. მოწვეული იყო სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე.
ასეთი იყო HR hub – ის წარმატებული დასაწყისი და ასე გრძელდება დღესაც.

HR hub 5 ოქტომბრიდან რიგით მესამე 2017-2018 წლის სეზონს  ვიწყებთ.

 რა იქნება 2017 – 2018  წლის სეზონზე?

  • მენტორების პრეზენტაციები – მენტორებისა და თემების შესახებ დანონსდება ორ კვირით ადრე რადიო იმედის ეთერით, სადაც ღონისძიების დეტალებზე მენტორთან ერთად ვისაუბრებთ;
  • ნეთვორქინგი;
  • მეტი დრო ინტერაქციისა და მსჯელობისთვის შეხვდრების მთავარ თემებზე;

HR hub-ის ღონისძიება 5 ოქტომბერს 19:00 გაიმართება სასტუმრო იოტაში (მის: ლერმონტოვის #10, თავისუფლების მოედანთან), რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. სეზონის პირველი ღონისძიების მენტორია თეონა ბაღათურია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის HR დირექტორი.

თემა: კომპენსაციები და ბენეფიტები

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).

გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!

ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში.

მადლობა ურთიერთობისთვის!

სიყვარულით

HR hub-ს გუნდი