შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეორე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 65 მონაწილე ჰყავს. სულ რამდენიმე დღეა, რაც მეორე ნაკადის მიღება გამოცხადდა. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეორე ნაკადის მენტორები:

  1. თეა გოგელია – ვენდისისა და დანქინ დონატსის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  2. ნინო ჯინჯოლავა – HR Partners-ის დამფუძნებელი
  3. თამუნა ლასურაშვილი – Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი
  4. თამარ კელენჯერიძე – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების კონსულტანტი
  5. თეა ნიკოლაშვილი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებლობის სკოლის დირექტორი
  6. ნატო გვაზავა – ,,ევოლუშენ“ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
  7. კატერინა დეკანოსიძე – ბანკი ,,ქართუს“ ტრენინგ ცენტრის უფროსი
  8. ნინა გორგოძე – ,,გუდვილის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
  9. თამთა ფეტელავა – ,,პაშა ბანკი“ საქართველოს წამყვანი HR სპეციალისტი
  10. გიორგი ტრაპაიძე – ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  15 თებერვლამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და  მედია მხარდამჭერი –  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

  •  
  •  
  •  
  •