HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 65 მონაწილე ჰყავს. სულ რამდენიმე დღეა, რაც მეორე ნაკადის მიღება გამოცხადდა. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეორე ნაკადის მენტორები:
- თეა გოგელია – ვენდისისა და დანქინ დონატსის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ნინო ჯინჯოლავა – HR Partners-ის დამფუძნებელი
- თამუნა ლასურაშვილი – Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი
- თამარ კელენჯერიძე – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების კონსულტანტი
- თეა ნიკოლაშვილი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებლობის სკოლის დირექტორი
- ნატო გვაზავა – ,,ევოლუშენ“ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
- კატერინა დეკანოსიძე – ბანკი ,,ქართუს“ ტრენინგ ცენტრის უფროსი
- ნინა გორგოძე – ,,გუდვილის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- თამთა ფეტელავა – ,,პაშა ბანკი“ საქართველოს წამყვანი HR სპეციალისტი
- გიორგი ტრაპაიძე – ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 15 თებერვლამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და მედია მხარდამჭერი – პალიტრა მედია ჰოლდინგი.